ႻႨႤႡႠ:
geo  eng
     
 
 
 
 
 
 
 

სექტემბერი
2010
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930
 

2010-08-12 12:27
საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით


2010-07-26 16:00
საქართველოს პარლამენტის დადგენილება 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადების შესახებ


2010-07-26 15:56
საქართველოს პარლამენტის დადგენილება საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შესახებ


2010-07-22 18:15



2010-07-16 18:26
საქართველოს სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიში "2009 წლის მეორე ნახევარში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ"






2010-07-13 12:05
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა წარმოშობის ადგილზე დაბრუნების უფლების შესახებ


2010-07-13 11:08
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია მეზობელ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე ეროვნული შეიარაღებული ძალების გამოყენების დაუშვებლობის თაობაზე


2010-06-25 17:11
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კომენტარი აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებასთან დაკავშირებით






2010-06-02 16:26
ლიტვის რესპუბლიკის სეიმის რეზოლუცია საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ


Resolution on The Situation in Georgia

Резолюция Сейма Литовской Республики о Ситуации в Грузии



2010-03-18 18:24

დემოკრატიათა საპარლამენტო ფორუმის
რ ე ზ ო ლ უ ც ი ა

RESOLUTION
On the Situation in Georgia



2010-02-04 15:35
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატის განცხადება


ႫႧႠႥႠႰႨ »

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
საქართველოს კონსტიტუცია, თავი მესამე, მუხლი 48
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႸႤႱႠႾႤႡ
  ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱႠ ႣႠ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႠႰႨႦႫႨႱ ႸႤႱႠႾႤႡ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႸႨ
  ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨႱ ႣႠႱႠႥႪႤႧ ႱႠႵႠႰႧႥႤႪႭႱ ႼႠႰႫႭႫႠႣႢႤႬႪႭႡႠ
 
ႠႾႠႪႨ ႠႫႡႤႡႨ
 
ႠႬႭႬႱႨ
 
ႢႠႫႭႺႤႫႤႡႨ
 
ႩႥႪႤႥႤႡႨ / ႡႨႡႪႨႭႧႤႩႠ
 
ႮႠႰႪႠႫႤႬႲႨ ႣႠ ႱႠႦႭႢႠႣႭႤႡႠ
   


2010-09-03 16:30
პარლამენტის წევრის, პარტია „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლის, გიორგი ცაგარეიშვილისა და ამავე პარტიის გამგეობის წევრის, თეა წულუკიანის ბრიფინგი

პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას  საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც აცხადებს, რომ კონსტიტუციის ახალი პროექტი ნახევრად საპრეზიდენტო მოდელია. 



2010-09-03 14:21
ფრაქცია ”ქრისტიან-დემოკრატების” მდივნის, მაგდა ანიკაშვილის ბრიფინგი

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაციის აუცილებლობაზე ისაუბრა დღევანდელ ბრიფინგზე ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივანმა, მაგდა ანიკაშვილმა. მას მიაჩნია, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ორი დამოუკიდებელი უწყება: ჯანდაცვის სამინისტრო და ოჯახის, დასაქმებისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.



2010-09-03 13:56
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია აფხაზეთში ქართული კულტურული ძეგლების რესტავრაციასთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს, უწმინდეს კირილეს ღიად მიმართავს

აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის უკანონო და უხარისხო რესტავრაციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა დავითაიამ დღეს  ბრიფინგი გამართა.



2010-09-02 16:19
საკონსტიტუციო კომისია კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები სახალხო  დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ. განხილული იქნა კონსტიტუციაში შესატანი ძირითადი ცვლილებები.



2010-09-02 14:17
ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარის, გიორგი ახვლედიანის ბრიფინგი

ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" სასკოლო ინვენტარის დეფიციტის გამომწვევი მიზეზების გასარკვევად ფრაქციის უახლოეს სხდომაზე ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის მოწვევას ითხოვენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ახვლედიანმა, დღეს ბრიფინგი გამართა.



2010-09-02 14:12
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა დავითაიას ბრიფინგი

ახალგორში ქართული ენის სწავლების აკრძალვა გააპროტესტა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა დავითაიამ და ამ საკითხს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა.



2010-09-02 14:04
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით დარჩიაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

ილიას უნივერსიტეტის  სტუდენტებს,  ასევე პოლონეთიდან, საფრანგეთიდან და  სხვა ევროპული ქვეყნებიდან ჩამოსულ საზაფხულო სკოლის მსმენელებს შეხვდა დღეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი.



2010-09-01 17:58
დავით ბაქრაძე –,,კონსტიტუციის ახალი პროექტი ქვეყანას მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას მოუტანს, რაც სრულად შეესაბამება დემოკრატიული საქართველოს მომავლის ინტერესებს“

საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციური კანონპროექტის  საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში მორიგი შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საყოველთაო-სახალხო  განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ. მან შეკრებილ საზოგადოებას  კონსტიტუციაში შესატანი ძირითადი ცვლილებები გააცნო.



2010-09-01 16:58
საკონსტიტუციო კომისიის შეხვედრა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან

კონსტიტუციის ახალ რედაქციაში   თვითმმართველობის ორგანოებთან დაკავშირებით ახალი თავი გაჩნდა. ამ თემაზე სასაუბროდ საკონსტიტუციო კომისიის წევრები,   ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების და საკრებულოების წევრები შიკრიბნენ.



2010-09-01 16:37
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, გიორგი თარგამაძის ბრიფინგი

საქართველოს საპატრიარქოსა და  სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ინიციატივას ახალი სოფლებისათვის ეკლესიის კუთვნილი მიწების გადაცემის შესახებ,  დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე  გამოეხმაურა.



2010-09-01 13:20
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა

ანტიკრიზისული საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები პრემიერ-მინისტრს, ნიკა გილაურს ელოდებოდნენ.  სხდომა დევნილებთან დაკავშირებით სახელმწიფო სტრატეგიას ეხებოდა. პრემიერის გამოუცხადებლობამ საბჭოს წევრების უკმაყოფილება გამოიწვია.



2010-08-27 14:30
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 14 სექტემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე 14 სექტემბერს  აშშ-ში მიემგზავრება. იგი იქნება ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმზე  (Community of Democracies). დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ფორუმი არის დემოკრატიული ქვეყნების სამთავრობათაშორისო გლობალური კოალიცია, რომლის ძირითადი მიზანია დემოკრატიული პრიცნიპების, ნორმების და ინსტიტუტების გაძლიერება მსოფლიოში. ამ კოალიციაში გაერთიანებულია 100-ზე მეტი სახელმწიფო.



2010-08-27 13:59
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა დავითაიას ბრიფინგი

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა დავითაიამ ანტიკრიზისული საბჭოს სხდომის დანიშვნა და მასზე პრემიერ-მინისტრის, ნიკოლოზ გილაურის მოწვევა მოითხოვა. დავითაიას განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა  საბჭოს უნდა აუხსნას, რატომ არ ხორციელდება სახელმწიფო სტრატეგია დევნილებთან დაკავშირებით და რატომაა ხელისუფლების მიდგომა მათ მიმართ არაჰუმანური.



2010-08-26 13:22
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, პაატა დავითაიას ბრიფინგი

"აფხაზების და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ოსების მომავალი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან არის დაკავშირებული და ეს ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა დავითაიამ დღევანდელ ბრიფინგზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უკანონო აღიარების ორი წლისთავთან დაკავშირებით გამართა.



2010-08-23 17:52
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა გაეროს ქალთა ფონდთან (UNIFEM) ერთად შეხვედრა გამართა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ,,ქალებს მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ საქართველოში განხორციელების თემაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა გაეროს ქალთა ფონდთან (UNIFEM) ერთად გამართა საკონსულტაციო შეხვედრა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის "ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" თემაზე.



2010-08-23 15:14
პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის ბრიფინგი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე დააყენა.

2010-08-20 18:35
საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვას ფოთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაესწრო

ახალი საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ფოთში, სავაჭრო–სამრეწველო პალატის წევრებთან, ბიზნესმენებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან გაიმართა. ქვეყნის უზენაესი კანონი დამსწრეებს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.



2010-08-20 14:22
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი სამგორის რაიონში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დეკლარაციების ხელახალ შევსებას დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რუსუდან კერვალიშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად სამგორის რაიონში მაცხოვრებელი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების  დეკლარაციების ხელახალ შევსებას დაესწრო.



2010-08-20 12:20
ანზორ ბოლქვაძემ ზემო აჭარაში მუნიციპალური განვითარების ფონდის ეგიდით მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ანზორ ბოლქვაძემ და საქართველოს მუნიციპალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, დავით სირაძემ შუახევსა და ხულოში ფონდის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.



2010-08-18 18:31
საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა თელავში გაიმართა

კონსტიტუციის კანონის პროექტის განხილვა ამჯერად თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. ქვეყნის უზენაესი კანონი უნივერსიტეტის სტუდენტ-პროფესურას და ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ და საყოველთაო–სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა გააცნეს.



   ႠႰႵႨႥႨ



ვებპორტალის შექმნა დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ვებპორტალი შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ (NCTeam)