ღიაობის პროცესში ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავება

15 სექტემბერი 2015
ღიაობის პროცესში ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავება

საპარლამენტო ღიაობის პროცესში ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე ისაუბრეს ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის საერთაშორისო კონფერენციის მესამე პანელზე. სესიის მოდერატორმა, საქართველოში UNDP - ს დემოკრატიული მმართველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგვაძემ პანელის მონაწილეებს შეკითხვით მიმართა თუ როგორ უნდა შემუშავდეს საპარლამენტო სამოქმედო გეგმა და მისი ხელშემწყობი და მაკონტროლებელი საკითხებით დაინტერესდა.

გაეროს განვითარების პროგრამის სპეციალისტმა, ჯულია კიუტგენიმ პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში მისი ორგანიზაციის ჩართულობის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამა ტექნიკურ დახმარებას უწევს ყველა იმ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს, რომლებით თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამენ. მისი ინფორმაციით, ორგანიზაციამ პარლამენტების გლობალური ანგარიში მოამზადა და გამოავლინა ის მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვან გამოწვევებს წარმოადგენენ. „ანგარიშის საფუძველზე მომზადებული დასკვნით ცხადი გახდა, რომ საზოგადოების ნდობა პარლამენტების მიმართ ზოგადად დაბალია და ეს შედეგია მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო ორგანოები ცდილობენ ადაპტირება მოახდინონ საზოგადოებრივ მოთხოვნებზე. დაბალი ნდობის მიზეზად საზოგადოების ნაკლებად ჩართულობა სახელდება, შესაბამისად, დღის წესრიგში დგება ახალი სტრატეგიების შემუშავების აუცილებლობა, რისთვისაც პოლიტიკური ნებაა საჭირო“, - განაცხადა ჯულია კიუტგენიმ. მანვე სამთავრობო და საპარლამენტო გეგმების გამიჯვნის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რიგ ქვეყნებში პარლამენტის სამოქმედო გეგმა მთავრობის ქოლგის ქვეშ მუშავდება და მასთან არის ადაპტირებული. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია უწყვეტ რეჟიმში განხორციელდეს და საპარლამენტო ცვლილებებმა მასზე გავლენა არ იქონიოს.

საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ, ლევან ავალიშვილმა. მისი ინფორმაციით, 2014 წლის დეკემბერში, სამოქმედო გეგმაზე მუშაობა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის უშუალო ჩარევით და მხარდაჭერით დაიწყო. პროექტის შემუშავებაში კი აქტიურად ჩაერთო როგორც ინტერფრაქციული, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფები. „ხანგრძლივი დებატების და შრომატევადი სამუშაოების შედეგად მომზადდა დოკუმენტი, რომელიც მოიწონა და სრულად გაიზიარა პარლამენტის ბიურომ. 17 ივლისს დამტკიცებული სამოქმედო გეგმით პარლამენტმა 18 ვალდებულება აიღო, რომლის შესრულებაც ეტაპობრივად, გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან ავალიშვილმა. საპარლამენტო ღიაობის პროცესში სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საკუთარი ქვეყნების მაგალითზე ისაუბრეს ჩილეს კონგრესის დეპუტატთა პალატის გენერალურმა მდივანმა, ლუის როჰას გაიარდომ და საფრანგეთის ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის “Regards Citoyens”-ის წარმომადგენელმა, დევიდ გაიუმ. გამომსვლელებმა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნეს სამოქმედო გეგმის არსებობის აუცილებლობა და ხაზი გაუსვეს მის მომზადებაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესებისა, სამოქმედო გეგმის მიხედვით აღებული ვალდებულებები თითქმის იდენტურია და დოკუმენტები საპარლამენტო ღიაობის ინსტრუმენტების შემუშავებასა და საზოგადოების მეტ ჩართულობაზეა ფოკუსირებული. სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე გამართული სესია, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის იორდანიის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, იონას ცეკულისმა დაასრულა. მან ვრცლად ისაუბრა იორდანიის პარლამენტის მიერ მიღებულ ინოვაციურ კანონპროექტებზე და მათ სამომავლო გეგმებსაც შეეხო. მისი განცხადებით, იორდანიის საკანონმდებლო ორგანო მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებებს და პრაქტიკებს ყურადღებით ეცნობა და მათ დანერგვის მექანიზმებზე მუშაობს.

პანელზე მუშაობა გათვალისწინებულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, რის გამოც განხილულ საკითხებზე დებატები და კითხვა-პასუხი აღარ გამართულა.

გალერეა

  • ღიაობის პროცესში ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავება, 2015 წლის 15 სექტემბერი

  • ღიაობის პროცესში ეფექტური სამოქმედო გეგმების შემუშავება, 2015 წლის 15 სექტემბერი.JPG