empty

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება


სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის განცხადება

საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 22 დეკემბრის N4110-რს დადგენილების საფუძველზე შექმნილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლების ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის სახელით აცხადებს კონკურსს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018–2019 წლის ფინანსური აუდიტის თაობაზე. საკონკურსო კომისია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-16 პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს ოთხ ყველაზე მსხვილ აუდიტორულ ფირმას: „KPMG“-ის, „Deloitte Touche Tohmatsu“-ს, „Ernst & Young“-ს, „PriceWaterhouseCoopers“-ს.

მომსახურება უნდა განხორციელდეს კონკურსში გამარჯვებულსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და აუდიტი დასრულებული უნდა იქნეს არა უგვიანეს შესაბამისი წლის 20 მაისისა;
– სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტი უნდა განხორციელდეს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის „ვ.ა“, „ვ.გ“ და „ვ.დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, კერძოდ:

  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშისა და ანგარიშგების შემოწმება და შეფასება;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური საქმიანობისა და ფინანსური სისტემების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება;
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციის შესრულების შემოწმება;

აუდიტორულმა ფირმამ აუდიტის განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობით;
– ქართულ ენაზე შედგენილი განაცხადებისა და საკონკურსო წინადადებების მიღება დაიწყება 2018 წლის 28 დეკემბრის 10 საათიდან და დამთავრდება 2019 წლის 8 თებერვლის 18:00 საათზე;
– კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 11 თებერვლიდან არაუგვიანეს 7 მარტისა;
– განაცხადებები და საკონკურსო წინადადებები მიიღება ქალაქ თბილისში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, 0105, რუსთაველის გამზ. 8, ტელ: 995 32 281 315; კონკურსში მონაწილეობის მსურველ დაინტერესებულ პრეტენდენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში (ზემოაღნიშნულ მისამართზე) სამუშაო დღეებში (10 საათიდან 18 საათამდე): ტელ: 995 32 281 315;

საკონტაქტო პირები:  ირინა ლომია - ელ.ფოსტა: ilomia@parliament.ge, რაულ გოგსაძე rgogsadze@parliament.ge;

კონკურსში გამოვლენილი იქნება ერთი გამარჯვებული;