2016 წელს ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება

05 ოქტომბერი 2014
2016 წელს ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს დელეგაციის ძალისხმევით, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ხელმძღვანელობს, გადაწყდა, რომ 2016 წელს ეუთოს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში ჩატარდება.

ასეთი მასშტაბის საერთაშორისო შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტოა!