ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

19 ივნისი 2017

შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს დღეს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებს პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე გააცნო კანონპროექტის არსი, რომელიც ითვალისწინებს განსაზღვროს შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტი. გაიმიჯნოს და დაკონკრეტდეს დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლება-მოვალეობები, ვალდებულებები და პასუხისმგებლობის ფარგლები, რაც გახდება შრომითი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების, შრომის ნაყოფიერებისა და ცნობიერების ამაღლების, სამუშაო ადგილებზე ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნის გარანტი

კანონპროექტის მოქმედება ვრცელდება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს კანონის ამოქმედებიდან ექვსი თვის ვადაში.

მომხსენებლის თქმით, კანონპროექტი მოიცავს ევროსაბჭოს დირექტივის ზოგიერთ მოთხოვნას, რომლის ქართულ კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადად განსაზღვრულია 2019 წელი. 

კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ სახალხო დამცველის აპარატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით დეპუტატებმა და სტუმრებმა კითხვები დასვეს და მოსაზრებები გამოთქვეს. მომხსენებლმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს და მზადყოფნა გამოთქვა, რომ მთავრობა გაითვალისწინებს გამოთქმულ შენიშვნებს.

პარლამენტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, სასურველია შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც უფრო საფუძვლიანად იმსჯელებს კანონპროექტის ყველა მნიშვნელოვან ნიუანსთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტი შემდეგი მოსმენისთვის უფრო სრულყოფილი გახადოს. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ბეგაძე, რომელიც სხდომას თავმჯდომარეობდა, დაეთანხმა კოლეგის შემოთავაზებას და განაცხადა, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტი ღიაა ითანამშრომლოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რათა მეტი ჩართულობით მოხდეს კანონპროექტის სრულყოფა.

სამივე კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირმა ქავთარაძემ განმარტა, რომ ცვლილებების განხორციელებით ხდება საჰაერო კოდექსის დახვეწა და მისი ჰარმონიზება საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ასევე სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) ყოვლისმომცველი აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრა და საქართველოსა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ეტაპობრივი შესრულება.

ცვლილების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ემატება რამდენიმე ახალი ტერმინი. კანონპროექტის შესაბამისად დგინდება საავიაციო საქმიანობის უსაფრთხოების და უშიშროების ერთიანი სტანდარტები, ხდება საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და სხვა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცალკე განიხილა პარლამენტის წევრების, გრიგოლ ლილუაშვილისა და ივლიანე წულაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მესამე მოსმენით.

მომხსენებლის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, კანონპროექტთნ დაკავშირებით სარედაქციო ხასიათის შენიშვნები არ გამოთქმულა. ინიციატორებმა გაითვალისწინეს კოლეგების შენიშვნა, რომ კანონპროექტის 1032 მუხლი - დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესის შესახებ, შეეხოს რა მარტო 2014 წლის 24 მარტის მდგომარეობით განხორციელებულ მიშენება-დაშენებებზე, არამედ ამ მუხლის ამოქმედებამდე განხორციელებულ მიშენებებზე და დაშენებებზეც. 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

გალერეა

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, 2017 წლის 19 ივნისი