აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

08 ოქტომბერი 2020
აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი განიხილეს აგრარულ საკითხთა კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა 2021 წლის ბიუჯეტის და 2021-24 წლების ბიუჯეტის ძირითადი ფისკალური და მაკროეკონომიკური პარამეტრების შესახებ. მისი თქმით, სწორედ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს ეფუძნება ჩვენი 2021 და შემდგომი წლების ბიუჯეტები.

მომხსენებლის განმარტებით, წელს განახლებული პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა - 4, 9% იქნება, ანუ რეალურ ეკონომიკაში შემცირება იქნება 4, 9% - ით, რაც ბუნებრივად ამცირებს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს.

მომდევნო წელს პროგნოზირებულია, რომ ზრდის ტემპი დაუბრუნდება პანდემიამდელ პერიოდს და 5%- იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწევს. სწორედ ამ პარამეტრზეა დაყრდნობილი 2021 წლის ბიუჯეტი. რაც შეეხება მომდევნო წლებს, იქ 5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი.

ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია ინფლაცია, რომელთან დაკავშირებითაც წლის მეორე ნახევარში კლების ტენდენცია შეინიშნება და სავრაუდოდ წლის ბოლოს ჩამოვა 4%-ზე დაბალ ნიშნულზე და მომავალ წელს იქნება მიზნობრივ ინფლაციასთან, ანუ 3%-თან ახლოს.

მომხსენებელმა ისაუბრა იმ უმნიშვნელოვანეს პარამეტრებზე, რაც 2021 წელს უნდა დაიცვან, ეს არის საბიუჯეტო დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი, რაც პანდემიიდან გამომდინარე 2020 წელს გაიზარდა და საბიუჯეტო ვალმა 58%-ს მიაღწია. 8,5 %-ით გაიზარდა დეფიციტის მაჩვენებელიც.

„ჩვენ აუცილებელი წინაპირობა გვაქვს ორი ფაქტორის გამო, ერთი, რომ ჩვენი კანონმდებლობის მოთხოვნით 3 წელიწადში უნდა დავუბრუნდეთ დეფიციტის 3%-იან ნიშნულს და მეორე - კრიტიკული მაჩვენებელია 60%-იანი ზღვარი ვალთან მიმართებაში. ორივე ეს ტენდენცია დასაცავია და შემცირების დინამიკა უნდა იყოს აუცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში ინვესტიციების მოზიდვა, სესხების აღება მნიშვნელოვნად გართულდება, გაძვირდება საპროცენტო განაკვეთები და სხვა. ამიტომ მომდევნო 2 წელიწადში აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ 3%-იანი დეფიციტის მაჩვენებელს და ამავდროულად ვალის მაჩვენებელი მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ 55%-ს ქვევით ჩამოვიდეს“.

გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების მაჩვენებლებზე. წარმოადგინა სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები: მთლიანი შიდა პროდუქტის, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების, საბიუჯეტო დეფიციტის, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, ასიგნებების შესახებ.

ამის შემდეგ მან დეტალურად ისაუბრა სამინისტროების ასიგნებებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებაზე, რომელიც 415.8 მლნ ლარს შეადგენს. მისი თქმით, გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:

  • სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა - 30.5 მლნ ლარი;
  • მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება - 61.7 მლნ ლარი, მათ შორის რთველის ხელშეწყობისთვის 50,4 მლნ ლარი;
  • ერთიანი აგროპროექტი - 159.0 მლნ ლარზე მეტი. მათ შორის:
    • შეღავათიანი აგროკრედიტები - 85.0 მლნ ლარი;
    • აგროდაზღვევა - 9.0 მლნ ლარი;
    • დანერგე მომავალი - 17.0 მლნ ლარი;
    • აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა - 20.6 მლნ ლარამდე;
  • სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია - 89.0 მლნ ლარი (გაზრდილია 13.3 მლნ ლარით);
  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობა - 16.3 მლნ ლარი;
  • დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 15.2 მლნ ლარამდე;
  • სატყეო სისტემის ჩამოყალიბება და მართვა - 8.0 მლნ ლარამდე;
  • მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა - 1.7 მლნ ლარი;

მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბიუჯეტის პროექტის თანდართული მასალები, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2021-2024 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება - „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“.

დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს მომხსენებელთან ერთად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი პასუხობდა.

წარმოდგენილ პროექტთან მიმართებაში გამოითქვა შენიშვნები და მოსაზრებები, რომლებიც მთავრობას გადაეგზავნება. ამ დათქმით კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს.

გალერეა

  • აგრარულ საკითხთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, 2020 წლის 8 ოქტომბერი