არჩილ თალაკვაძე: ქველმოქმედება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასაშენებლად არის მამულიშვილური საქმე - მსურს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს და ფონდ „ქართუს”

21 ოქტომბერი 2020

„ეს არის უპრეცედენტო ინვესტიცია და ქველმოქმედება, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას და დასავლურ ცივილიზაციას. ქველმოქმედება ამ უნივერსიტეტის ასაშენებლად ეს არის მამულიშვილური საქმე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის დაფინანსებისთვის მადლობა გადაუხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, განათლებას ყოველთვის გამორჩეული ადგილი ეკავა საქართველოს ისტორიაში და ქართული საზოგადოება ყოველთვის ისწრაფოდა მეტი განათლებისკენ და ძლიერი სახელმწიფოს აშენებისკენ. მისივე განცხადებით, დღეს ახდა წინაპრების ოცნებაც, საქართველოს ჰქონდა ძლიერი უნივერსიტეტი და ჰყოლოდა ძლიერი აკადემიური საზოგადოება.

„დღეს ისტორიული დღეა, რადგან განხორციელდა ბევრი ახალგაზრდის მშობლების და ჩვენი თანამოქალაქეების ოცნება, რომ საქართველოს ჰქონოდა საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი, რომელიც ჩვენსავე ქვეყანაში სტუდენტებს მისცემდა კონკურენტულ განათლებას, გააცნობდა თანამედროვე ტექნოლოგიებს და საფუძველს ჩაუყრიდა ჩვენი ქვეყნის შემდგომ წარმატებას. დღეს განხორციელდა ჩვენი წინაპრების ოცნებაც, რომ საქართველოს ჰქონოდა ძლიერი უნივერსიტეტი, ჰქონოდა ძლიერი აკადემიური საზოგადოება და ამით ჩვენ კიდევ უფრო მეტად, კიდევ უფრო ძლიერად შეგვექმნა ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. გაზაფხულზე აქ, ქუთაისში, ერთ-ერთმა წარმატებულმა ფერმერმა მითხრა, რომ მისი შვილები ამთავრებდნენ სკოლას და ის ნერვიულობდა, რომ განათლების მისაღებად ისინი მიემგზავრებოდნენ ევროპაში, და მან მითხრა, რომ ძალიან ბედნიერია და გახარებულია, რომ დღეს ევროპული, საერთაშორისო დონის უნივერსიტეტი იხსნება საქართველოში და მის ქალაქში, ქუთაისში. მე მინდა, შევუერთდე ჩვენი თანამოქალაქეების, უბრალო ადამიანების განცდას და იმ სიხარულს, რომელიც ამ მნიშვნელოვანი და მართლაც შთამბეჭდავი უნივერსიტეტის გახსნას ახლავს თან. მსურს, მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს. ეს არის უპრეცენდენტო ინვესტიცია მომავალში, რომლითაც საქართველო კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება თავის მომავალს, კიდევ უფრო ძლიერად უკავშირდება ევროპას, და დასავლურ ცივილიზაციას და რა თქმა უნდა, ქველმოქმედება და მეცენატობა ამ უნივერსიტეტის აშენებისთვის ეს არის მამულიშვილური საქმე. მე მსურს, კიდევ ერთხელ, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს და ფონდ „ქართუს“. რაც მთავარია, მსურს, წარმატებები ვუსურვო ახალგაზრდებს, სტუდენტებს, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი და შესაძლებლობა სწორედ მათთვის და მსურს, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც იმუშავა ამ ბრწყინვალე პროექტის მშენებლობისთვის, მისი აღჭურვისთვის და აქ თანამედროვე სასწავლო პროგრამების შესაქმნელად“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას პარლამენტის თავმჯდომარემ.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე: ქველმოქმედება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასაშენებლად არის მამულიშვილური საქმე - მსურს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადავუხადო ივანიშვილების ოჯახს და ფონდ „ქართუს”, 2020 წლის 21 ოქტომბერი