საქართველოს პარლამენტის წევრის, კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის ბექა ოდიშარიას ინიციატივით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიება- „სიკეთის დღე“ გაიმართა.
პარლამენტის წევრმა ღონისძიების მონაწილეებს და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა,- „სიკეთე გადამდებია და ბუნებრივია ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სიკეთე და სითბო. ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის და განსაკუთრებით, ასეთ დღესასწაულებზე მათ გვერდით ვიყოთ. დღესაც, ერთად აღვნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. თქვენ ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი და ძვირფასი ადამიანები ხართ და ამიტომ, გადავწყვიტეთ აღდგომის დღესასწაული ამ ფორმით მოგველოცა თქვენთვის.“ - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა მიიღეს.
დღევანდელ ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრთან ერთად კრწანისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
ღონისძიების დასრულების შემდეგ, მაჟორიტარმა დეპუტატმა 80 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირს სასაჩუქრე კალათები გადასცა.