ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეზოლუცია მიიღო

20 ნოემბერი 2014
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2014 წლის 24 ოქტომბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტმა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

უცვლელად გთავაზობთ რეზოლუციის ტექსტს. 


არაოფიციალური თარგმანი

 

ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის

სენატი 

ევროკავშირის საკითხთა

მე-9 მოწვევის კომიტეტი  

რეზოლუცია 327

მიღებულია 2014 წლის 24 ოქტომბერს

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ 

კომიტეტი 

2014 წლის 20-24 ოქტომბერს, ჩეხეთის პარლამენტის სენატის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაციის საქართველოში სამუშაო ვიზიტის შემდგომ

და 

რუსეთის ფედერაციის საქართველოს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მცდელობის საფუძველზე

 

I. გამოხატავს სრულ მხარდაჭერას 

საქართველოს ძალისხმევისადმი, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი; 

II. ხაზს უსვამს 

მე-7 მოწვევის სენატის მიერ 2014 წლის 8 ოქტომბერს მიღებულ,  ნომერ 324 რეზოლუციას, რომლის მიხედვით სენატმა უარყო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების მცდელობები; 

III. მიიჩნევს 

რუსეთის ფედერაციის მიმდინარე მცდელობას, გააფორმოს ხელშეკრულება მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან, როგორც რუსეთის მხრიდან საქართველოს საშინაო საკითხებში ჩარევის დაუშვებელ  ქმედებას, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება; 

IV. იმედოვნებს 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების მხრიდან, 2014 წლის 27 ივნისს ხელმოწერილ, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დროულ რატიფიცირებას, რადგან ეს ურთიერთშეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, სთავაზობს რეალურ პერსპექტივებს სეპარატისტულ ტერიტორიებზე, იზოლაციაში მცხოვრებ მოსახლეობას და უზრუნველყოფს საკმარისად მძლავრ მოტივაციას, რომ ეს ტერიტორიები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში; 

V. უფლებამოსილებას ანიჭებს 

კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ მიროსლავ კრეიჩას, რომ მან სენატის პრეზიდენტს გააცნოს წინამდებარე რეზოლუცია. 

 

მიროსლავ კრეიჩა (პარლამენტის წევრი) 

იაროსლავ დოუბრავა 

ლუდეკ იენიშტა (პარლამენტის წევრი) 

ანტონინ მაშტალირი (პარლამენტის წევრი) 

დაგმარ ზვერინოვა 

ზდენეკ ბესტა (პარლამენტის წევრი) 

ტომას გრულიჩი (პარლამენტის წევრი) 

იან ლატკა (პარლამენტის წევრი) 

იაროსლავ ზემანი (პარლამენტის წევრი)