დავით სონღულაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

12 ივლისი 2018
დავით სონღულაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი პოლონეთში, პიასეჩნოს მუნიციპალიტეტში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა გურჯაანის მუნიციპალიტეტისა და პიასეჩნოს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ განზრახულებათა წერილს, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას გულისხმობს.

ისეთი ნაყოფიერი მიწის მქონე ქვეყანას, როგორიც საქართველოა, კერძოდ ჩვენი მუნიციპალიტეტი, სადაც სოფლის მეურნეობა დღითიდღე ვითარდება და აფართოებს ექსპორტის არეალს, მეგობარი ქვეყნების დახმარება ნამდვილად სჭირდება. დიდი მადლობა პოლონეთის პიასეჩნოს მუნიციპალიტეტის მერს, ვოიცეხ ოლდაკოვსკის თანამშრომლობისთვის და ვფიქრობ, რომ სწორედ დღეს დაწყებული თანამშრომლობა სამომავლოდ, ერთობლივი და მასშტაბური პროექტების განხორციელების საფუძველი გახდება”, - განაცხადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა. 

ხელმოწერის ცერემონიალს პოლონეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, მერიის კულტურის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი ეკა ცისკარაშვილი და რამდენიმე ბიზნესმენი ესწრებოდა. დელეგაციამ,ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ადგილობრივ ბიზნესმენებთან და მედიის წარმომადგენლებთან.

გალერეა

  • დავით სონღულაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, 2018 წლის 12 ივლისი
  • დავით სონღულაშვილი პოლონეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, 2018 წლის 12 ივლისი