ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

16 აპრილი 2018
ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა, ასოცირების შეთანხმებისა და მისი შემადგენელი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების დღის წესრიგით გათვალისწინებული 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით განახორციელა.

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, 2017 წელს განხორციელებულ საქმიანობაზე საუბრისას, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის შესახებ, ფაქტობრივად, 100%-ით არის შესრულრებული.

მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ აქტივობებზე, მათ შორის, როგორიცაა სურსათის კვლევებისთვის ლაბორატორიული კვლევების გაძლიერება, ახალი დიაგნოსტიკური მეთოდების დანერგვა, ვეტერინარული დაავადებების დიაგნოსტიკა, თანამშრომლების შესაძლებლობების ამაღლება და ტრენინგ-პროგრამების დანერგვა, საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ევროკავშირის ბაზარზე შესვლის მოთხოვნებთან დაკაშირებით, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მეწარმე სუბიექტების დახმარება კანონმდებლობის მოთხოვნებთან ადაპტაციის მიზნით და სხვა.

მისივე თქმით, აქტივობები ასევე ეხებოდა ვაჭრობასა და მდგრად განვითარებას, ტყის კოდექსის პროექტის შემუშავებას, რომელიც პარლამენტს მიმდინარე წელს წარედგინება.

მან ასევე, დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვის სფეროში საკანონმდებლო მიახლოების პროგრამის შესრულების მდგომარეობაზე.

საკითხის წარდგენის შემდეგ სხდომა, რომელსაც კანონმდებლებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც ესწრებოდენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ნოდარ კერესელიძემ და სამინისტროს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრეთა კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

„თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე ასახვას ჰპოვებს ის ცვლილებები, რომლებიც სხვადასხვა დონეზე მიმდინარეობს. ბევრი საკითხი, რომელზეც მომხსენებელი საუბრობდა, კანონქვემდებარე აქტებითაა მოწესრიგებული, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ამ პროცესში პარლამენტის როლს ზედამხედველობის განხორციელება წარმოადგენს, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობს პროცესი. რამდენად დროულად და გეგმაზომიერად ვასრულებთ ჩვენს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებას. მეორე მხრივ, არის მთელი რიგი საკითხები, რომლებიც საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს და რაშიც საქართველოს პარლამენტი პირდაპირ არის ჩართული“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, რათა საზოგადოება ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესზე ინფორმირებული იყოს.

გალერეა

  • ევროპასთან ინტეგრაციის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს, 2018 წლის 16 აპრილი