„ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

07 ნოემბერი 2018
„ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპრეზიდენტო არჩევნების პროცესების განხილვას დაეთმო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრების და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების, სერგი კაპანაძის და გიორგი ბოკერიას შეხვედრა. 

ქართველმა კანონმდებლებმა ევროპელ სტუმრებს არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ დარღვევებზე ინფორმაცია მიაწოდეს და ახალქალაქში მომხდარ ფაქტზე ისაუბრეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, სერგი კაპანაძის განცხადებით, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას საუბარი დაეთმო ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და იმ ვითარების შეფასებას, რაც არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის ქვეყანაში გამოიკვეთა.

გალერეა

  • „ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, 2018 წლის 7 ნოემბერი
  • „ევროპული საქართველოს“ წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ, 2018 წლის 7 ნოემბერი