ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

12 ოქტომბერი 2020
ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმინეს, რომელმაც საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ წარმოადგინა.

გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს 2021 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ძირითადი მიმართულებები გააცნო. მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებზე, დაგეგმილ ცვლილებებზე და მომდევნო წლის პროგნოზებზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაგეგმილია 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე. წარდგენილი პროექტის მიხედვით, ჯამურად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 17 მლრდ 71 მლნ ლარს შეადგენს, რაც დაახლოებით 1 მილიარდ 150 მლნ ლარით მეტია 2020 წლის დაზუსტებულ გეგმასთან მიმართებაში.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ბიუჯეტის დეფიციტი, ბოლო წლებში, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 2-2,5%-ის ფარგლებში გაიზარდა. მომხსენებლის განმარტებით, საგადასახადო შემოსავლები ნაერთ ბიუჯეტში დაგეგმილია 12,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც დღეს არსებულ გეგმასთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია, თუმცა, მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პირველადი გეგმა, რაც 2020 წლისთვის იყო დაგეგმილი, იმასთან შედარებით დაახლოებით 100 მლნ. ლარით ნაკლებია.

მინისტრის მოადგილემ დეპუტატების მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს უპასუხა. დეპუტატებმა წარმოდგენილი პროექტი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ ხარჯები არაადეკვატურად არის განაწილებული. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის დამატებით გათვალისწინებული საბიუჯეტო თანხის, სოფლებში გაზიფიცირების პრობლემის, დაუსრულებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ.

ფრაქციების წევრების შეკითხვები ძირითადად ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლებს, საგარეო ვალს, ლარის მერყევ დინამიკას, ინფლაციის მაჩვენებელს. საბიუჯეტო დეფიციტის ზრდას, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის კრიტიკულად შემცირებას და სხვა საკითხებს შეეხებოდა.

„ჩვენი ამოცანა იყო, რომ კიდევ ერთხელ გვეჩვენებინა, რომ საარჩევნო წელშიც კი „ქართული ოცნება“ მოსახლეობას ვერაფერს ვერ პირდება კრიზისიდან გამოსაყვანად და არ მოაქვს ცვლილებები“, - განაცხადა სხდომის წამყვანმა, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, დავით ბაქრაძემ.

ფრაქციებმა „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონები“ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს.

გალერეა

  • ფრაქციების „ევროპული საქართველო“, „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ და „ევროპული საქართველო-რეგიონების“ სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, 2020 წლის 12 ოქტომბერი