ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობები და ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის საკანონმდებლო კომპონენტი მიმოიხილეს

15 სექტემბერი 2015

ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობები და ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის საკანონმდებლო კომპონენტის მიმოიხილეს და 27-29 ოქტომბერს მექსიკაში დაგეგმილ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტისა და ამ სამიტზე საკანონმდებლო კომპონენტის პროგრამის შესახებ ისაუბრეს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI) მმართველობის პროგრამების დირექტორმა, სკოტ ჰუბლიმ სამუშაო ჯგუფის შექმნის მოკლე ისტორია გააცნო კონფერენციის მონაწილეებს. მისი ინფორმაციით, 2011 წელს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა ღია მმართველობას და საპარლამენტო ღიაობას. 2012 წელს გაიმართა მრავალი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომლის შედეგად შეიქმნა ვებ-გვერდი. 2013 წელს ლონდონში ჩატარებულ სამიტზე სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. „ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ საკმაოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ, ბევრი ახალი სახელმწიფო მოვიზიდეთ. შეიქმნა OGP-ის სტრუქტურა, რომელიც მართავს რეგულარულ შეხვედრებს. საკმაოდ ბევრ საკანონმდებლო ორგანოსთან დავამყარეთ კონტაქტი. ჩვენ ხელს ვუწყობთ ურთიერთობის განვითარებას პარლამენტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მნიშვნელოვანია, რომ ნელ-ნელა ეს პროცესებიც და ეს ურთიერთობებიც უფრო და უფრო სტრუქტურიზებულ ხასიათს იძენს“, - აღნიშნა სკოტ ჰუბლიმ.

სკოტ ჰუბლის ინფორმაციით, ოქტომბრის თვეში მექსიკაში გაიმართება სამიტი, რომლის ფარგლებშიც ექვსი პანელის ჩატარება იგეგმება. „სამიტს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება, სპეციალური სესია მიეძღვნება თანამშრომლობით ტექნოლოგიებს, ინსტრუმენტების შემუშავებას. გაიმართება ასევე სესია, რომელიც მიეძღვნება თანამშრომლობას საზოგადოებასა და პარლამენტს შორის. ჩვენ უკვე გვაქვს კარგი მოდელი შემუშავებული. მინდა, საქართველოს პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებას მივულოცო, რომ მათ მაღალი სტანდარტები შექმნეს და დააწესეს“, - განაცხადა სკოტ ჰუბლიმ.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საჯარო სამსახურისა და ადმინისტრაციის მინისტრის მოადგილემ, ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარემ, აიანდა დლოდლომ კონფერენციაში მონაწილეებს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის ფუნქციები და მუშაობის პრინციპები გააცნო.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავატაროთ ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ჩვენ უნდა შევიმუშაოთ მომავლის ერთიანი ხედვა. ჩვენ, სამხრეთ აფრიკაში ვცდილობთ, რომ ჩვენი სტანდარტები შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ გავიარეთ კრიტიკული პერიოდი, როცა მოხდა ძირითადი გზების გამოკვეთა. ეს ორგანიზაცია ძალიან ფუნქციური ორგანიზაცია გახლავთ, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებული მექანიზმებია დანერგილი და პოპულარიზაციას უწევს ღიაობის პრინციპებს. ორგანიზაციას კავშირი აქვს მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციასთან“,-განმარტა აიანდა დლოდლომ. მისი მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, ყველა ქვეყანას თანაბრად შეეძლოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღება. მისივე თქმით, პარტნიორობის წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებაზე „სწორედ მმართველი კომიტეტი ატარებს ამ მანდატს და ახორციელებს ყველა პროცედურას: კონსულტაციების მიცემა, გადაწყვეტილებების მიღება, მონიტორინგი და სხვა. ჩვენ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ეს არის ინკლუზიური პროცესები. აუცილებელია, რომ მმართველმა კომიტეტმა უზრუნველყოს ყველა ქვეყნის თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი, როცა მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე აშშ იყო. ჩვენ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა პირობას ვიძლევით, რომ ჩვენი ვადის ამოწურვამდე, ყოველთვის დავიცავთ თანასწორობის პრინციპს,“ - განაცხადა აიანდა დლოდლომ.

მისი მოსაზრებით, კონსოლიდირებული მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი მექანიზმის არსებობისთვის. მან სხდომაზე ისაუბრა, ასევე, ჩართულობის შესაძლებლობების გაფართოებაზე, პოლიტიკური პროფილის გაძლიერების მნიშვნელობაზე, ინოვაციურ მეთოდებზე, რომელიც მოქალაქეების ჩართულობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. დლოდლოს თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, როდის იმართება მმართველი კომიტეტის შეხვედრები.

სხდომა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. კონფერენციის მონაწილეებმა მოსაზრებები გამოთქვეს ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

გალერეა

  • ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებმა ჩართულობის სამომავლო შესაძლებლობები და ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტის საკანონმდებლო კომპონენტის მიმოიხილესб 2015 წლის 15 სექტემბერი