გიგი წერეთელი ონლაინ რეჟიმში ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩს ესაუბრა

04 მაისი 2020
გიგი წერეთელი ონლაინ რეჟიმში ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩს ესაუბრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი ონლაინ რეჟიმში ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩს ესაუბრა.

საუბარი შეეხო კრიზისების მართვას მოცემულ სიტუაციაში და იმ სტრატეგიას, რომელიც აქვს ევროკავშირს არამარტო წევრ ქვეყნებთან, არამედ ზოგადად სამეზობლოში და საქართველოსთან მიმართებით.

გიგი წერეთელმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას, ადამიანის უფლებებს და კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს.

„ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა ევროკომისარ ლენარჩიჩთან, რომელიც ხელმძღვანელობს კრიზისების მართვის მიმართულებას ევროკავშირში და ეს ეხებოდა იმ სტრატეგიას, რომელიც აქვს ევროკავშირს დღეს არამარტო წევრ ქვეყნებთან, არამედ მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით და განსაკუთრებით ხაზი გავუსვით ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე - იქ, სადაც მომატებული საფრთხეებია და განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.