გიორგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

14 ნოემბერი 2017
გიორგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი წერეთელმა, ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა დანიის პარლამენტის სპიკერთან, პია კიაერსგაარდთან გამართა. 

ორმხრივი შეხვედრაზე, რომელიც დანიის საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა, მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში დანიის სამეფოს კონტრიბუციაზე ისაუბრეს, რაც ასამბლეის ბიუჯეტის შედგენაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. გიორგი წერეთელმა დანიის პარლამენტს, რომელიც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს მასპინძელია, მადლობა გადაუხადა. 

დანიის პარლამენტის სპიკერთან შეხვედრისას მხარეებმა ეუთოს საპარლამენტო განზომილებაში არსებულ გამოწვევებზე, კავკასიასა და უკრაინაში არსებულ კონფლიქტებზე და მიგრაციის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს გიორგი წერეთელმა პია კიაერსგარდს საჩუქრად ქართული ღვინო გადასცა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის და ბიუროს სხდომებზე მიიწვია. 

დანიის პარლამენტის სპიკერთან გამართულ შეხვედრას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი რობერტო მონტელა და გენერალური მდივნის მოადგილე გუსტავო პალასი დაესწრნენ.

გალერეა

  • გიორგი წერეთელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა, 2017 წლის 14 ნოემბერი