გრიგოლ ლილუაშვილი და სოფო კილაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებს და „ფონდი სოხუმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

29 ნოემბერი 2017
გრიგოლ ლილუაშვილი და სოფო კილაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებს და „ფონდი სოხუმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის სასახლეში, ქუთაისში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი გრიგოლ ლილუაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი სოხუმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე, ქალისა და მამაკაცის თანაბარ როლზე საზოგადოებაში, გენდერული საბჭოების ფუნქციონირებაზე, ქვეყანაში გენდერული კუთხით არსებულ საკანონმდებლო ბაზასა და კანონის აღსრულების მექანიზმებზე, ასევე სოციალური მუშაკის ინსტიტუტის რეფორმასა და ქალის უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„მსგავსი ფორმატის შეხვედრები აუცილებელია და მე ყოველთვის მზად ვარ ნებისმიერი საკითხის მოგვარებაში მხარი დაგიჭიროთ. მისასალმებელია, რომ ხონში ქალბატონები აქტიურად არიან ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ეს ფაქტი მახარებს. მხარს ვუჭერ ყველა ინიციატივას, საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც ჩვენი საზოგდოების, სამოქალაქო ინსტიტუტების სრულყოფისაკენ არის მიმართული“, - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიმართა სოფო კილაძემ და მათთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

„ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა გვაქვს, რომელსაც უპირველეს ყოვლისა საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ. მნიშვნელოვანია თქვენი აქტიურობა და მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება“, - განაცხადა მან.

შეხვედრა, ხონის ქალთა კლუბის ინიციატივით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

გალერეა

  • გრიგოლ ლილუაშვილი და სოფო კილაძე ხონის ქალთა კლუბის წევრებს და „ფონდი სოხუმის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ, 2017 წლის 30 ნოემბერი