კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს

13 ივნისი 2019

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაცია" მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით მთავრობა 2020 წლისთვის გეგმავს ბიუჯეტის დაგეგმვას 5%-იანი ზრდის პარამეტრით ხოლო შემდეგ წლებში კი, 5,5% - ის ოდენობით.

„აღნიშნული მაჩვენებლები განხილულია და შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენს პროგნოზს, არამედ იმ რეალურ პარამეტრებს, რაზედაც შეიძლება ბიუჯეტი იყოს დაგეგმილი“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის განმარტებით, საშუალოვადიანი პერიოდისათვის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი შეადგენს 3%-ს, რისი გათვალისწინებითაც, 2019-2023 ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი 3 %-ის დონეზეა.

„მაკროეკონომიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ნაწილი არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი. ამ მიმართულებით ჩვენი ბოლო ორ წელიწადში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს. 2016 წელს არსებული თითქმის 13%-დან ჩამოვედით 7,7%-მდე. ეტაპობრივად ვფიქრობთ, რომ გაუმჯობესებას შევძლებთ და 2023 წლისთვის მივაღწევთ 5%-იან ნიშნულს. თუ ჩვენ შევინარჩუნებთ სტაბილურად 5%-იან ნიშნულს, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ეკონომიკა გაცილებით სტაბილური იქნება მათ შორის საგარეო შოკების მიმართ, ვიდრე ეს დღეს გვაქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, ინვესტიციების მაჩვენებელიც მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში შენარჩუნებული იქნება დაახლოებით 40%ის ოდენობით.

რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილს, მომხსენებლის განმარტებით, საგადასახადო კუთხით რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება.

„შენარჩუნებულია საგადასახადო შემოსავლები მშპ-სთან მიმართებაში 25,5%-ის ოდენობით, რაც იყო გასულ წელსაც და დაგეგმილია წლევანდელ წელსაც“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, რაც შეეხება დეცენტრალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში განაწილებას, აქ შესაძლოა, ფუნქციების გადანაწილებასთან ერთად მუნიციპალიტეტებზე გარკვეული რესურსების გადანაწილება მოხდეს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საშუალოვადიანი მიმართულებები სამინისტროების კუთხით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ვინაიდან ეს მიმართულებები დაგეგმილია იმ სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, რომელსაც პარლამენტმა უყარა კენჭი და ნდობა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას.

მთავრობის წარმომადგენელმა სხდომაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.

„სამინისტრო კონცენტრირებული იქნება ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით ასევე, ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით და ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მისი თქმით, გაგრძელდება ნატოს ფარგლებში აქტიური თანამშრომლობა. „გარკვეული შეთანხმებები არსებობს თავდაცვის დაფინანსების კუთხითაც. ეს რა თქმაუნდა საშუალოვადიან ბიუჯეტებში იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა მომხსენებელმა. მისივე ინფორმაციით, ყურადღება გამახვილებული იქნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე.

მთავრობის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა დიასპორული პოლიტიკის განხორციელებაზე და როგორც აღნიშნა, იგეგმება უფრო მეტი სისტემატიზირებული მიდგომების ჩამოყალიბება.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საშუალოვადიანი გეგმის დასრულებამდე შესაძლოა ლევილის მამულის სრული რეაბილიტაცია დასრულდეს.

„ლევილის მამულის რეაბილიტაციისთვის დაგეგმილი იყო 10-წლიანი პერიოდი თუმცა, ვფიქრობთ, რომ 3-4 წელიწადში სრულად მოხდება მისი რეაბილიტაცია. ანუ შესაძლოა საშუალოვადიანი გეგმის დასრულებამდე ლევილის მამულის სრული რეაბილიტაცია დასრულდეს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, სასურველია ამ ოთხწლიან გეგმაში ცალკე მიმართულებებად იქნას ასახული - საელჩოებისთვის შენობების შეძენა; ეკონომიკური ატაშეების დანიშვნა და სტრატეგიული კომუნიკაცია.

„საფრანგეთში იგეგმება საელჩოს შეძენა. ამ ოთხი წლის განმავლობაში შესაძლოა კიდევ მოხდეს საელჩოებისთვის შენობების შეძენა, სასურველია ეს იყოს დოკუმენტში გათვალისწინებული. ასევე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ეკონომიკური დიპლომატია. იმდენად მნიშვნელოვანი და მრავლისმომცველია ის რომ ეკონომიკური ატაშეები დაინიშნებიან, დოკუმენტში როგორც ცალკე მიმართულება ისე უნდა გამოიყოს. დოკუმენტში ასევე, პრიორიტეტი არის საქართველოს შესახებ საზღვარგარეთ ცნობადობის ამაღლების, ასევე, ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან საგარეო კურსის მიმართ მაღალი და გაცნობიერებული მხარდაჭერის უზრუნველყოფა. რეალურად ეს არის სტრატეგიული კომუნიკაცია და ეს უწყება არსებობს საგარეო საქმეთა სამინისტროში. სასურველია სტრატეგიული კომუნიკაციაც დოკუმენტში ცალკე აისახოს“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, დოკუმენტში ასახვა უნდა ჰპოვოს დიასპორული ინსტიტუციების ხელშეწყობამ და სტიმულირებამ.

„იმედს გამოვთქვამ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტში გაიწერება დოკუმენტში მოცემული დიასპორული პრიორიტეტები დეტალიზირებული პროგრამების სახით და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განისაზღვრება მათი განხორციელების კონკრეტული მექანიზმები“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

გალერეა

  • კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ ინფორმაცია მოისმინეს, 2019 წლის 13 ივნისი