მანანა კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილს უგზავნის

16 ნოემბერი 2015
მანანა კობახიძე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეისა და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტებს სამძიმრის წერილს უგზავნის


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, კლოდ ბარტოლონეს და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტს, ჟერარ ლაშერს, საქართველოს პარლამენტის სახელით, სამძიმრის წერილს უგზავნის და 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

„საქართველოს პარლამენტისა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა მწუხარებას პარიზში განვითარებული ტერორისტული აქტების გამო, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენ ვგმობთ ამ უგუნურ ძალადობას და აღვიქვამთ მას, როგორც მთელი საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმას.

ამ უმძიმეს წუთებში გვერდში ვუდგევართ ფრანგ ხალხს და ვლოცულობთ ამ საზარელი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის“, - ნათქვამია სამძიმრის წერილში.