მარიამ ჯაში: „ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში არის ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი“

15 ნოემბერი 2019
მარიამ ჯაში: „ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში არის ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი“

პარლამენტის წევრი მარიამ ჯაში საერთაშორისო კონფერენციაში -„გენდერული ბარიერების აღმოფხვრა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერება“ მონაწილეობდა. კონფერენცია თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)კვლევითმა ინსტიტუტმა აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებული ეკონომიკების კვლევების ფორუმთან თანამშრომლობით გამართა. პანელურ დისკუსიაში, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ქალთა გაძლიერების პერსპექტივას ეხებოდა, მარიამ ჯაშმა საქართველოში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა. 

„მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ რაც უფრო მეტი ქალია ჩართული პოლიტიკაში, მით უფრო მაღალია ქვეყნებში დემოკრატიის განვითარების ხარისხი და რაც უფრო მეტი ქალია ჩართული ეკონომიკურ საქმიანობაში, მით უფრო ძლიერდება ქვეყნის ეკონომიკური დოვლათი. ამიტომ ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში არის ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საბავშვო ბაღის საფეხურიდან დაწყებული, უმაღლესი განათლების საფეხურით დამთავრებული, გოგონები და ქალები თანაბრად არიან ჩართული განათლების სისტემაში. ამასთანავე, არაერთ სექტორში უფრო მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი (მაგალითად, საბავშვო ბაღებსა და სკოლების სისტემაში). კაცებისა და ქალების საერთო საშუალო შემოსავალს შორის განსხვავება, სულ მცირე, 30 % -ია, რაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კონფერენციაზე განიხილეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ბარიერების აღმოფხვრის გზები და სტრატეგიები, აქცენტი გაკეთდა აღმოსვლეთ ევროპის რეგიონსა და განვითარებად ეკონომიკებზე.

გალერეა

  • მარიამ ჯაში: „ქალთა ჩართულობა პოლიტიკასა და ეკონომიკაში არის ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი“