პარლამენტის სასახლის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

23 თებერვალი 2018
პარლამენტის სასახლის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის სასახლის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა.

ცერემონიალზე მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის 23 თებერვლის სუსხიანი დღე გაიხსენა, როდესაც გენერალ კვინიტაძის მიერ ახლად დაარსებული სასწავლებლის იუნკრებმა კოჯორ-ტაბახმელასთან გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის მეთერთმეტე არმიას. 

დეპუტატის თქმით, „მაშინ ჩვენ დამოუკიდებლობასთან ერთად წაგვართვეს ისტორიაც, რადგან ბევრი დაღუპული ახალგაზრდის სახელი და გვარი დაივიწყა ისტორიამ შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო. ამ 20-23 წლის ახალგაზრდებმა თავიანთი სიცოცხლე დატოვეს კოჯრისა და ტაბახმელას მიწაზე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ვიდგეთ და ვიყოთ თავისუფალნი. ჩვენც გვაქვს მათ მიმართ ვალი, რომ ამ თავისუფლებას მოვეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით და გავაგრძელოთ ბრძოლა როგორც შეგვიძლია. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია და ვიცოდეთ რა მოხდა“. 

მემორიალის გახსნის თხოვნით სალომე ზურაბიშვილს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის შთამომავალმა მიმართა. დღეიდან დაღუპული გმირების მემორიალი, პარლამენტის შიდა ეზოს გარდა, სასახლის გარე კედელზეც განთავსდა. 

სალომე ზურაბიშვილის ბიურომ, ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა ტექნიკური თუ ბიუროკრატიული სამუშაოები ჩაატარა. თავდაცვის სამინისტროს ჩართულობით დაზუსტდა დაღუპულთა სია და შედეგად მომზადდა მემორიალური დაფა თბილისის დამცველი ახალგაზრდების პატივსაცემად, რომელიც პარლამენტის შენობის ფასადზე, 9 აპრილის ქუჩის მხრიდან განთავსდა. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, რთული იყი ყველა იუნკერის სახელისა და გვარის ბოლომდე დადგენა, ამიტომაც ამ მემორიალურ დაფაზე დატოვებულია ადგილი და თუ დადგინდება სხვა გმირების ვინაობა, მათი სახელები და გვარები ამოიტვიფრება აღნიშნულ მემორიალურ დაფაზე. 

„ეს ცარიელი ადგილი ამავე დროს არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ოდესმე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საუკუნეების განმავლობაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

მემორიალური დაფის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დეპუტატები და იუნკრების შთამომავლები.

გალერეა

  • პარლამენტის სასახლის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა, 2018 წლის 23 თებერვალი