პარლამენტის წევრები ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის სიძულვილის ენის აკრძალვის და თანამშრომლობის განყოფილების დელეგაციას შეხვდნენ

14 თებერვალი 2018
პარლამენტის წევრები ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის სიძულვილის ენის აკრძალვის და თანამშრომლობის განყოფილების დელეგაციას შეხვდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა  ერთობლივი შეხვედრა გამართეს საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის სიძულვილის ენის აკრძალვის და თანამშრომლობის განყოფილების დელეგაციასთან.

განხილული იყო საქართველოში ევროსაბჭოს ახალი, ოთხწლიანი პროექტის დაწყება, რომელიც მიმართული იქნება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ კოპლექსურ ღონისძიებებზე, რომელიც ქართულმა მხარემ პროექტის ფარგლებში უნდა განახორციელოს.

როგორც დელეგაციის წევრებმა განაცხადეს,  პროექტის თაოაბაზე ისინი ისაუბრებენ პრემიერ-მინისტრის აპარატთან, სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთას და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

შეხვედრაზე ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ისინი მაღალ შეფასებას აძლევენ საქართველოს  პარლამენტის მიერ დამოუკიდებელი და მაღალი რეპუტაციის მქონე ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას არჩევას.

ევროსაბჭო იწყებს სპეციალურ პროექტს სიძულვილის ენისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ. ამ პროცესში  თავისი როლი უნდა ითამაშონ პოლიტიკოსებმა, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა.  გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ამაღლებას. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ იყოს საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც ადამიანებს დააკისრებს პასუხისმგებლობას სიძულვილის ენის გამოყენებისთვის. ასეთ ცვლილებებს პრევენციის მნიშვნელობაც ექნება. ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება იშვიათად იყოს სიძულვილის ენის და სიძულვილზე დამყარებული ქცევის გამოვლინება ჩვენს საზოგადოებაში“, - განაცხადა შეხვედრის კომენტირებისას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, გუგული მაღრაძემ.

ქართული მხრიდან, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა: რატი იონათამიშვილმა, გუგული მაღრაძემ, გიორგი ხატიძემ, ენძელა მაჭავარიანმა, თინათინ ბოკუჩავამ და ასევე, გენდერული თანასწორობის საბჭოს კოორდინატორმა, ანა წურწუმიამ

გალერეა

  • პარლამენტის წევრები ევროპის საბჭოს ანტიდისკრიმინაციული დეპარტამენტის სიძულვილის ენის აკრძალვის და თანამშრომლობის განყოფილების დელეგაციას შეხვდნენ, 2018 წლის 14 თებერვალი