საქართველოს პარლამენტი, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერითა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით, ატარებს „რა? სად? როდის?“ თამაშს სტუდენტებისთვის თემაზე – რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ
თამაშის მიზანია: ახალგაზრდებში საქართველოს და სხვა ქვეყნების პარლამენტების და პარლამენტარიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობის წახალისება საკანონმდებლო საქმიანობაში.
თამაშში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებით დაკომპლექტებულ მოყვარულთა გუნდებს (ის სტუდენტები, რომლებიც არ არიან „რა? სად? როდის?“ პროფესიონალ მოთამაშეთა სიაში).
თამაშის პირობები:
1. თამაში ჩატარდება პოპულარული ინტელექტუალური თამაშის – „რა? სად? როდის?“ ფორმატით.
2. შეკითხვები შეეხება საქართველოს და მსოფლიოს ქვეყნების პარლამენტებს, პარლამენტარიზმის ისტორიას და გამოჩენილ პარლამენტარებს.
3. თითოეულ უმაღლეს სასწავლებელს შეუძლია წარმოადგინოს 6 მოთამაშით დაკომპლექტებული მხოლოდ 1 გუნდი. გუნდების/მონაწილეთა სიის წარმოდგენა უშუალოდ უმაღლესი სასწავლებლების პრეროგატივაა.
4. თამაში შედგება 2 ტურისა და 30 შეკითხვისგან (თითო ტურში 15 შეკითხვა); 1 შეკითხვა – 1 ქულა.
5. გამარჯვებულად გამოცხადდება გუნდი, რომელიც დასმულ შეკითხვებზე ყველაზე მეტ სწორ პასუხს გასცემს.
თამაშში გამოვლინდება 3 გამარჯვებული გუნდი (I, II და III ადგილები) და მათი წარმდგენი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც დაჯილდოვდებიან თასით და ფასიანი საჩუქრებით.
თამაშში რეგისტრაციისთვის:
1. უმაღლესმა სასწავლებლებმა უნდა შეავსონ თანდართული ფორმა და მიუთითონ:
2. შევსებული ფორმა, 2019 წლის 31 მარტამდე უნდა გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: [email protected]
3. გამოგზავნისას მეილის სათაურში (SUBJECT-ველი) მიუთითეთ – თამაში: რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ
თამაში ჩატარდება თბილისში (ღონისძიების ზუსტი ადგილის შესახებ მოგვიანებით ვაცნობებთ დარეგისტრირებულ/მონაწილე გუნდებს)
კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე: +995 32 2 92 15 14; +995 599 500 137