რატი იონათამიშვილმა, სოფო კილაძემ და ნინო ლომჯარიამ დღეს ონლაინ ფორმატში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს

17 ივნისი 2020

დღევანდელ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ომბუდსმენის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები და შენიშვნები გააცნო.

კანონპროექტი, რომელიც 28 საკანონმდებლო აქტს აერთიანებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

კანონპროექტის მიხედვით, იცვლება შშმ პირთა სტატუსის მიღების პროცედურა და საფუძვლები. ასევე, იცვლება მთელი რიგი საკითხები სერვისის მიღების, ადვოკატირების, დისკრიმინაციის აღმოფხვრის და გარემოს მისაწვდომობის შესახებ.

კანონი თანაბრად გავრცელდება, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორზე.

კანონპროექტში მეორე მოსმენისთვის არაერთი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული.

გალერეა

  • რატი იონათამიშვილმა, სოფო კილაძემ და ნინო ლომჯარიამ დღეს ონლაინ ფორმატში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, 2020 წლის 17 ივნისი