რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

08 სექტემბერი 2020
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

დღის წესრიგის მიხედვით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებითვის წარმოდგენილი შეთანხმებები. 

მომხსენებელმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს დეტალურად გააცნო წარმოდგენილი შეთანხმებების არსი.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2019)“ შეთანხმება ითვალისწინებს გერმანიის მიერ საქართველოსთვის დაახლოებით 170 მლნ ევროს ოდენობით სესხის და 28 მლნ ევროს ოდენობით გრანტის გამოყოფას შემდეგი პროექტების დასაფინანსებლად: მდგრადი ურბანული მობილურობა საქართველოში - TUMI (DKTI), ა პროგრამა ენერგოეფექტიანობა საქართველოში (DKTI), კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის, ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება, ენერგოეფექტიანობის ღონისძიებები და შენობებში ევროკავშირის ენერგოეფექტიანობის სტანდარტებთან დაახლოება. 

2014 წლის 13 მაისის „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური პროტოკოლის“ ცვლილების წერილი-შეთანხმება“ ითვალისწინებს ქალაქ ჭიათურის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგირეობის აღჭურვილობის განახლებისათვის. 

რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (კომუნალური ინფრასტრუქტურა გარემოსა და ტურიზმისათვის (ტრანშები „ა“ და „ბ“)“ ითვალისწინებს საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში - ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და რეაბილიტაციას.

რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ („მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა)“ შეწყვეტის შესახებ“ წერილი-შეთანხმების თანახმად შეწყდა „ბათუმის წყლის ინფრასტრუქტურის“ დამფინანსებელი შეთანხმება და ახალი პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხა იქნება ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხი და მიიმართება პირდაპირ ქვეყნის ბიუჯეტში ეკონომიკის მართვისა და კონკურენციის გაძლიერების და ასევე, კოვიდ -19 პანდემიი კრიზისის დროს მდგრადობის ხელშეწყობის მიმართულებით.
 
საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება (ქალაქ ხაშურის და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მომსახურების გაუმჯობესება)“. კრედიტით დაფინანსდება პროექტი, რომელიც ითვალისწინებს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციას ქალაქ ხაშურში. 

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტი)“ ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ენერგეტიკული ქსელის გაძლიერებას და გაუმჯობესებასელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის გზით. 

საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“, რომლის თანახმადაც EBRD -მა გამოყო დაფინანსება სესხის სახით ბაკურიანისთვის საჭირო სპეცტექნიკის და ავტობუსების შესყიდვისთვი.

მომხსენებელმა ისაუბრა სესხების პირობების, საპროცენტო განაკვეთების, სესხის ხანგრძლივობის, შეღავათებისა და და გადახდის გრაფიკების შესახებ. მან უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს.

კითხვა-პასუხის ამოწურვის შემდეგ ორივე კომიტატმა ცალ-ცალკე დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სარატიფიკაციო დოკუმენტებს.

გალერეა

  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივი სხდომა, 2020 წლის 8 სექტემბერი