საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები სტუდენტებს შეხვდნენ

15 სექტემბერი 2015
საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები სტუდენტებს შეხვდნენ

დემოკრატიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის (OGP LOWG) ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი განცხადებით, კონფერენციის დახურვის დღე ისე დაიგეგმა, რომ დემოკრატიის საერთაშორისო დღეს დამთხვეოდა. „ჩვენი კონფერენცია, რომელიც საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყო ბოლო ორი დღის განმავლობაში, ორგანიზებული იყო იმგვარად, რომ მისი დახურვა სწორედ დემოკრატიის დღეს დამთხვეოდა. ეს არ არის უბრალო დამთხვევა, ეს იყო დაგეგმილი ღონისძიება, იმიტომ, რომ ის საკითხები რაზეც კონფერენციაზე იყო საუბარი, ეხება დემოკრატიას და მის მთელ მსოფლიოში გავრცელების გზებსა და ინსტრუმენტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოში ოცდაათზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი იმყოფება, რომელსაც მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, მნიშვნელოვანი იმითაც, რომ დღეს საქართველოში იმყოფებიან დემოკრატიის ლიდერები ოცდაათზე მეტი ქვეყნიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ გადავწყვიტეთ დღევანდელი დღე გვეზეიმა არა მხოლოდ კონფერენციის მონაწილეებთან ერთად, არამედ პირველ რიგში, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სიმდიდრესთან ერთად - ჩვენს ახალგაზრდებთან ერთად, ახალგაზრდები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. ისინი ცდილობენ, გახდნენ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები, ამავდროულად, ისინი არიან დემოკრატიის ერთგულები“, - მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეთ.

დავით უსუფაშვილმა დემოკრატიის საერთაშორისო დღის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში აღნიშვნის მიზეზზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისი ისტორიული წარსულით, ეს შენობა მნიშვნელოვანი გზავნილების მატარებელია. „ჩვენ ამ დღეს აღვნიშნავთ ამ მშვენიერ შენობაში, რომელიც ამავდროულად, ისტორიულიცაა, რადგან მე-19 საუკუნეში, საქართველოში, რუსეთის იმპერატორის წარმომადგენელი აქ იჯდა და აქედან მართავდა მთელ სამხრეთ კავკასიას, რომელიც მაშინ რუსეთის შემადგენლობაში იყო. ეს შენობა ისტორიულია იმიტომ, რომ როდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა, ეს იყო ის ადგილი, სადაც საქართველომ 1921 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამწუხაროდ, ეს დამოუკიდებლობა მხოლოდ სამ წელიწადს გაგრძელდა, რუსები უკან წითელი არმიით დაბრუნდნენ და საქართველო დაიპყრეს. უფრო მეტიც, ეს შენობა ის ადგილია, სადაც დამოუკიდებლობა გამოაცხადეს ჩვენმა მეზობლებმა-სომხეთმა და აზერბაიჯანმა. ასე რომ, ეს შენობა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილების მატარებელია. ეს სწორედ ის ადგილია, სადაც დემოკრატიის დღე უნდა აღვნიშნოთ და ყველას გისურვებთ, დაესწროთ იმ დღეს, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ არა დემოკრატიის საერთაშორისო დღეს, არამედ საერთაშორისო დემოკრატიის დღეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარემ, აიანდა დლოდლომ და დამსწრეთ დემოკრატიის საერთაშორისო დღე მიულოცა.

შეხვედრაზე ყურადღება სამ ძირითად თემაზე გამახვილდა: პოსტსაბჭოთა ეპოქის დასასრული და საბჭოთა მემკვიდრეობა; საერთაშორისო ტერორიზმი და ახალგაზრდების იდეოლოგიური ჩართულობა; ახალგაზრდების როლი და გავლენა - „დიახ, ჩვენ შეგვიძლია".

სტუდენტების შეფასებით, საბჭოთა კავშირიდან დღევანდელ დღემდე პოსტსაბჭოურმა ქვეყნებმა რთული გზა გაიარეს. „პერიოდს, საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე, შეიძლება ეწოდოს გზა ტოტალიტარიზმიდან დემოკრატიამდე. ეს არის გზა მთავრობიდან, რომელიც ადამიანის ინდივიდუალურ თავისუფლებას არსებობის საშუალებას არ აძლევს, დემოკრატიულ, ხალხის მთავრობამდე, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება“, - აღნიშნა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტმა, დიანა ხომერიკმა. სტუდენტების თქმით, ქვეყანაში, უფროს თაობაში ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის განსხვავება უფროს და ახალგაზრდა თაობას შორის ასეთი თვალშისაცემი. მათივე განცხადებით, ახალგაზრდები ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს ირჩევენ.

სტუდენტებმა ისაუბრეს საერთაშორისო ტერორიზმისა და ტერორიზმში ახალგაზრდების იდეოლოგიური ჩართულობის შესახებაც და აღნიშნეს, რომ არსებობს კითხვები ისლამური სახელმწიფოთი ახალგაზრდების დაინტერესების მიზეზებთან დაკავშირებით. მათივე შეფასებით, მიზეზი შეიძლება იყოს პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ფაქტორები, ასევე, პრობლემაა შესაბამისი განათლების ნაკლებობაც. სტუდენტების განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს საერთაშორისო საზოგადოება ერთობლივი ძალისხმევით უნდა გაუმკლავდეს, რადგან ტერორიზმს, ომს, კრიმინალს, ტრეფიკინგს და ადამიანის უფლებების დარღვევას საზღვრები, ეროვნება და რელიგია არ გააჩნია.

ახალგაზრდების როლსა და გავლენაზე საუბრისას სტუდენტებმა 13 ივნისს, თბილისში მომხდარი წყალდიდობა გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ სტიქიური უბედურების შემდეგ ახალგაზრდების ერთსულოვნებამ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდა თაობას დიდი ძალა აქვს. მათივე თქმით, საბჭოთა კავშირის რეჟიმის გამო არ იყო თავისუფლება და ამიტომ ის, რაც უფროსმა თაობამ ვერ შეძლო, მომავალმა თაობამ უნდა შეძლოს. „ჩვენ ვართ ახალგაზრდობა, ვინც უნდა უსმენდეს წარსულს, ცხოვრობდეს დღევანდელი დღით და ფიქრობდეს მომავალზე. ჩვენ შეგვიძლია - იმიტომ, რომ გვაქვს სურვილი და ახალგაზრდული ძალა“, - განაცხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტმა, ანი კასარელმა.

კონფერენციის მონაწილეთათვის წარმოდგენა გამართა სუხიშვილების ეროვნულმა ბალეტმა, რომელმაც სტუმრებს ცეკვები როგორც ტრადიციული, ასევე, განახლებული პროგრამიდან წარუდგინა. 

სტუდენტებთან შეხვედრა გლობალური საკანონმდებლო ღიაობის კვირეულის ფარგლებში იყო ორგანიზებული. აღნიშნული კვირეული იყო ერთკვირიანი მოწოდება სამოქალაქო საზოგადოებისა და პარლამენტებისადმი, რათა მათ ხელი შეუწყონ საკანონმდებლო ღიაობას. 

გალერეა

  • საკანონმდებლო ღიაობის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები სტუდენტებს შეხვდნენ, 2015 წლის 15 სექტემბერი