სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა

17 ივნისი 2017
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა

19 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსის მესამე სართულზე საზოგადო მოღვაწისა და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც საქართველოს სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა გადასცეს. 

პარლამენტის წევრმა, სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადასცა. ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია ასობით უნიკალურ გამოცემას, ძველნაბეჭდ წიგნებს - მათ შორის, ჟან შარდენის პირველ გამოცემას, მარი ბროსეს მრავალტომეულს, პარიზის ბალმონტისეულ „ვეფხისტყაოსანს“, „მოამბის“ წლიურ კომპლექტებს და სხვა უნიკალურ გამოცემებს მოიცავს.

19 ივნისს საზოგადო მოღვაწის, ლევან ზურაბიშვილის დაბადებიდან 111 წლისთავი სრულდება.