სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა

19 ივნისი 2017
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა

19 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული ემიგრაციის დარბაზში გაიმართა საზოგადო მოღვაწის, საფრანგეთში მცხოვრები ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარის, ლევან ზურაბიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა და მისი პირადი ბიბლიოთეკის პრეზენტაცია, რომელიც სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა საქართველოს გადასცეს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი, მათ შორის, XVII-XIX საუკუნეების უნიკალური გამოცემები გადაეცა.

ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია ასობით უნიკალურ გამოცემას, ძველნაბეჭდ წიგნებს, მათ შორის, ჟან შარდენის პირველ გამოცემას, მარი ბროსეს მრავალტომეულს, პარიზის ბალმონტისეულ „ვეფხისტყაოსანს“, „მოამბის“ წლიურ კომპლექტებს და სხვა მნიშვნელოვან გამოცემებს მოიცავს.

19 ივნისს საზოგადო მოღვაწის, ლევან ზურაბიშვილის დაბადებიდან 111 წლისთავი შესრულდა.

გალერეა

  • სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა, 2017 წლის 19 ივნისი
  • სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას მამის, ლევან ზურაბიშვილის პირადი ბიბლიოთეკა გადასცა, 2017 წლის 19 ივნისი