საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

03 ნოემბერი 2017
საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა

საქართველოს პარლამენტის ინიციატივით, მიმდინარე წლის 2-3 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეები კომუნიკაციის მიზნების, კომუნიკაციის ბარიერებისა და მათი გადალახვის გზების, სოციალური ქცევის ანალიზისა და სიტუაციური მიდგომების ტექნიკას და მათი გამოყენების მნიშვნელობას გაეცნენ. ორდღიანი კურსი ინტერპერსონალური ურთიერთობების ფსიქოლოგიის მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. 

ტრენინგების ციკლი პარლამენტის აპარატის გადაწყვეტილებით აპარატის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებისთვის ეტაპობრივად იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო მოხელეთა პროფესიული მომზადების, პროფესიული განვითარების, კარიერული ზრდის სისტემების ჩამოყალიბებას, მათი კომპეტენციების განვითარების სფეროში მიმდინარე ცვლილებების შესაბამისად.

ტრენინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

გალერეა

  • საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა, 2017 წლის 3 ნოემბერი