საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

07 მარტი 2013
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტსა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია კომიტეტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური თანამშრომლობა იმისათვის, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტოებზე განხორციელდეს უკეთესი სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლი.

„ამ დოკუმენტის ფარგლებში მხარი დაეჭირება სამოქალაქო, დემოკრატიული კონტროლის განხორციელებას უსაფრთხოების სექტორზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას მიეცემა უფლება და საშუალება, რომ ერთის მხრივ მონიტორინგი განახორციელოს მიმდინარე პროცესებზე, მეორეს მხრივ კი თანამონაწილეობით ხელი შეუწყოს თავდაცვის სფეროში რეფორმების განხორციელებას.
თავდაცვა და უსაფრთხოება არის საერთო ეროვნული ინტერესის სფერო და ამიტომ მასში ყველა იმ ინტელექტუალურმა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს“ განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თვმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.