საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე

12 თებერვალი 2009
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე

ვესალმები საქართველოს პარლამენტს, ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებს, მოწვეულ სტუმრებს, ჟურნალისტებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და მთელ საზოგადოებას.

დღევანდელი ჩემი მიმართვა არის პრეზიდენტის ანგარიში საქართველოს პარლამენტის წინაშე ქვეყანაში არსებული მდგომარეობის, მის წინაშე არსებული გამოწვევების, ხელისუფლების საქმიანობის და ჩვენი მომავალი პრიორიტეტებისა და მიზნების შესახებ.

ჩემთვის დიდი პატივია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს ჩემი მესამე სტუმრობაა საქართველოს პარლამენტში, ნოემბერში მე წარვსდექი პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის წინაშე და მრავალი საათის განმავლობაში ვაძლევდი პასუხებს ყველა დასმულ კითხვას. დღეს, მიუხედავად იმის, რომ კანონი ამას არ მავალდებულებს,  მე ვაპირებ, რომ დავრჩე ჩემი მოხსენების შემდეგ და მივიღო მონაწილეობა საპარლამენტო დებატებში.

მე როგორც საქართველოს პრეზიდენტი მივესალმები და მზად ვარ დიალოგისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მივესალმები პარლამენტის როლის გაძლიერებას და აღმასრულებელი ხელისუფლების საპარლამენტო კონტროლს. ეს არის გზა ჩვენი დემოკრატისა გაძლიერებისკენ და მხოლოდ ძლიერი დემოკრატია წარმოადგენს საქართველოს განვითარების ჭეშმარიტ მიმართულებას.

მაგრამ დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში, პარლამენტის გარდა ამ ტრიბუნიდან მივმართავ მთელს საქართვლოს, მთელს ჩვენ საზოგადოებას, რომელსაც გაჭირვების ფასად უწევს დღევანდელობის ძალიან რთულ პერიოდთან გამკლავება.

პირველ რიგში მივმართავ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად უჭირს. მივმართავ იმ ოჯახებს, რომელთაც ყოველ დღე უწევთ ბრძოლა სიღარიბესთან და უიმედობასთან. რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ნუგეში და ზრუნვა.

მივმართავ ყველა ლტოლვილს, ძველი თუ ახალი აგრესიის შედეგად გამოდევნილთ საკუთარი სახლებიდან, ქალაქებიდან და სოფლებიდან. მათ დღეს ძალიან მძიმე ცხოვრება უდგათ. მათთვის ხომ ვერანაირი დროებითი საცხოვრებელი, ვერანაირი ერთჯერადი თუ სისტემატიური დახმარება ვერ ჩაანაცვლებს იმას რაც წაართვეს და დაუნგრიეს. ბევრმა მათგანმა ერთ უბედურ დღეს ყველაფერი რაც გააჩნდა, რაც შეექმნა და რაც უყვარდა ერთბაშად დაკარგა. ის რაც მათ დაკარგეს, რაც მათ წაჰგლიჯეს, არის ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი იარა  რომელსაც მოშუშება სჭირდება.

მივმართავ ყველა უმუშევარს რომელნიც ვერ ახერხებენ საკუთარი შესაძლებლობების და მიზნების რეალიზაციას იმიტიომ, რომ არა აქვთ სტაბილური შემოსავლის წყარო. რომელთაც შეუძლიათ, უნდათ, ჭირდებათ ძალა და ცოდნა ერჩით რომ იშოვონ სამუშაო მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებენ.  ასეთი დღეს ძალიან ბევრია საქართველიოში და მათი პრობლემა არის ჩემი უმთავრესი სატკივარი და საზრუნავი. მივმართავ მათ ვინც, როგორც იქნა დასაქმდნენ ბოლო წლებში, მაგრამ ახლა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად კარგავენ სამსახურს.

მივმართავ ყველა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, გაჭირვებაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეს. მათ ვისაც ძალიან მცირედი სახელმწიფო დახმარების ხარჯზე უწევს სიცოცხლის შენარჩუნება. მათ ვისაც ნუგეშისმცემელის და მზრუნველის გარეშე უწევთ ცხოვრება ან ვეღარაფრით ანუგეშებენ მათ ვინც მათგან მზრუნველობას მოელის.   

მივმართავ ყველა პენსიონერს რომელთაც დამსახურების მეტი არაფერი მიუძღვით ქვეყნისა და ხალხის წინაშე, მაგრამ დღეს ძალიან მცირე პენსიის ამარა უწევთ ხანდაზმულობის გატარება. რომელნიც სამართლიანად მიიჩნევენ თავს არასათანადოდ დაფასებულად და ხშირად მიტოვებულადაც კი.

მივმართავ ყველა სოფლის მეურნეს, რომელთაც ასევე აწუხებთ უმუშევრობა, რომელთაც სჭირდებათ, რომ მათი შრომა უფრო მეტად დაფასდეს. ბევრ მათგანს სარწყავი წყალი აკლია, ბევრს ნორმალური გზა, ბევრი ჯერაც ვერ ახერხებს პროდუქციის გასაღების ბაზრის შოვნას. ამ ადამიანების მხრებზე დგას სოფელი, სოფელს კი ძალიან ბევრი პრობლემა აქვს დღეს. ჩვენ კი ყველამ კარგად ვიცით, რომ ძლიერი სოფლის გარეშე ძლიერი საქართველო ვერ იქნება.

მივმართავ პედაგოგებს და მედიცინის მუშაკებს რომელნიც თავის შრომის და თავდადების ფასად მომავალს უზრდიან საქართველოს, სოფლებსა და ქალაქებში ემსახურებიან ხალხის ჯანმრთელობას და რომელთაც გაცილებით მეტი ყურადღება, დახმარება, დაფასება და შრომის უკეთესი პირობები სჭირდებათ ვიდრე მათ დღეს აქვთ.

ყველა ჯარისკაცს და პოლიციელს რომელნიც საკუთარი სიცოცხლის რისკის და გმირობის ფასად იცავენ ქვეყანას, დგანან მართლწესრიგის სადარაჯოზე. მზად არიან თავი გასწირონ სამშობლოს დასაცავად, ერძვიან ქურდებს და კრიმინალებს.

მივმართავ ყველა მეწარმესა და ბიზნესმენს, რომელნიც ასაქმებენ ჩვენს ხალხს და ქმნიან დოვლათს მაგრამ დღეს ნამდვილად არ უდგათ მარტივი დღეები, რომელთაც უწევთ ურთულესი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებთან გამკლავება. რომელთაც სჭირდებათ უფრო მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან

მე მივმერთავ საზოგადოების ამ ჯგუპებს, იმიტომ, რომ პიველ რიგში სწორედ მათ წინაშე ვართ ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი და მათზე ზრუნვაა ჩვენი უპირველესი მოვალეობა.

მათი ინტერესები დგას ყოველგვარ პოლიტიკაზე მაღლა. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ პოლიტიკურ პარტიათა შორის კინკლაობაში დაგვავიწყდეს ყველაზე მთავარი - ჩვენ ხალხზე ზრუნვა.

ჩემო ძვირფასებო, თანამემამულენო,

საქართველო დღეს დიდი ეროვნული გამოწვევების წინაშე დგას.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა და ომის ფონზე, ბევრი ქართველი განიცდის უმუშევრობას. ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა და უმთავრესი მიზანი მდგომარეობს არა პოლიტიკურ კინკლაობაში, არამედ იმაში, რომ მთელი ჩვენი ძალისხმევა მოვახმაროთ უმუშევრობის პრობლემის დაძლევას. მოვახმაროთ ეკონომიკური სირთულეების გადალახვას, მოვახმაროთ იმას, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგები საქართველოში, იმას, რომ ხალხს გაუჩნდეს შემოსავალი, გაიზარდოს დასაქმება და შემცირდეს სიღარიბე.

ეს არის დღევანდელობის ჩვენი ყველაზე მთავარი ამოცანა. 

ჩვენ დღეს არ გვაქვს ფუფუნება, რომ გაგვაჩნდეს სამი, ოთხი, ან ათი პრიორიტეტი, დღეს ჩვენ გვაქვს ერთი და უმთავრესი პრიორიტეტი - ეს არის ეკონომიკის გაჯანსაღება, სამუშაო ადგილების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა.

სწორედ ამ პრიორიტეტიდან გამომდინარეობს ჩვენი ყველა შემდგომი გადაწყვეტილება და ნაბიჯი. ყველაფერი რასაც დღეს და უახლოესი თვეების და წლის განმავლობაში სახელმწიფო გააკეთებს სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

რათქმაუნდა არ არსებობს წინასწარ გამზადებული რეცეპტები, რათქმაუნდა სახელმწიფოს არა აქვს ულევი რესურსები,  დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს მოიფიქროს გზები თუ როგორ გაუმკლავდეს ამ დაუნდობელ ეკონომიკურ სტიქიას.

თქვენ იცით, რომ ბევრი სახელმწიფო, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში, ვერ ახერხებს ამ გზების პოვნას და მათი ეკონომიკები უკვე სრულ კოლაფსში არიან.

განსაკუთრებით კატასტროფულია ეკონომიკური მდგომარეობა იმ ქვეყნებში სადაც ვერ მოხერხდა პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

საქართველოში სახეზეა ეკონომიკური რეცესია:

-         საფინანსო სისტემაში ბევრი კვალიფიციური მოხელე კარგავს სამუშაოს;

-         პრობლემებია უძრავი ქონების ბაზარზე;

-         მსოფლიო ფასები ვარდნის გამო უჭირთ იმ დიდ ქართულ საწარმოებს, ვისი პროდუქციაც მთლიანად საექსპორტო იყო;

-         უჭირს საშუალო ფენას ვისაც უკვე საბანკო კრედიტების მიხედვით ჰქონდა დაგეგმილი ცხოვრება. 

მაგრამ ჩვენ ჯერ-ჯერობით ვახერხებთ იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის ეკონომიკური კრიზისი.

-         ჩვენი საბანკო სისტემა სტაბილურია,

-         ჩვენი სახელმწიფო რეზერვები გვაძლევს საშუალებას, რომ სახელმწიფომ განახორციელოს მსხვილი ინვესტივიები ჩვეს ეკონომიკაში,

-         ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო დონორთა მხარდაჭერას,

-         ლარის კურსი სტაბილურია,

-         კონტროლს ექვემდებარება ინფლაცია,

-         არ გვიანდება პენსიები და ხელფასები,

-         ბევრი ქვეყნის მსგავსად ჯერ-ჯერობით არ ვდგევართ ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობის წინაშე

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური ექსპერტების მონაცემების მიხედვით, საქართველოს აქვს შანსი აღმოჩნდეს იმ ქვეყანათა ათეულში ვისაც ყველაზე ნაკლებად დააზარალებს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

წინასწარი გათვლები, გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ჩვენ მიმდინარე წელსაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით დავასრულებთ და არ გადავალთ მინუსებში ისე, როგორც ეს ბევრგან ხდება ახლა.

ჩვენი ეკონომიკური გეგმა, რომელზეც მუშაობენ არა მხოლოდ მთავრობის წევრები არამედ საუკეთესო ქართველი და უცხოური ეკონომიკური ექსპერტები გვაძლევს საშუალებას ვიმედოვნოთ, რომ ჩვენ შევძლებთ შეინარჩუნოთ დიდი ნაწილი ჩვენი სამუშაო ადგილებისა და შევძლებთ გავზარდოთ დასაქმება გარკვეული მიმართულებებით.

მაგრამ ეს ყველაფერი არ იქნება ადვილი. ეს ყველაფერი მოითხოვს დროს. ეს პროგნოზები და გეგმები ძალიან მყიფეა თუ ჩვენ ვერ შევძელით სიმშვიდის და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

ჩვენ წინ დიდი ბრძოლა გველის, ეს არის ბრძოლა ეკონომიკის გადასარჩენად, ბრძოლა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ბრძოლა სიღარიბის წინააღმდეგ.

და ამ ბრძოლაში ჩვენი წარმატება დამოკიდებულია ერთ რამეზე, შევძლებთ თუ არა ჩვენ შევინარჩუნოთ ერთიანობა და სტაბილურობა.

მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩვენ ამ ბრძოლის მოგება.

ჩვენ უკვე შევამცირეთ საშემოსავლო გადასახადი 5%-ით იმისათვის, რომ დამატებით 250 მილიონი ლარი დარჩეს ეკონომიკაში, ჩვენ დავიწყეთ პენსიების თუნდაც მცირედით მაგრამ მაინც ზრდის ახალი ეტაპი და თითქმის გავაორმაგეთ სოციალურად ყველაზე დაუცველთა სახელმწიფო დახმარება. მიუხედავად კრიზისისა ჩვენ დავიწყეთ პედაგოგების ხელფასების ზრდა.

ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის მდგომარეობის გარკვეული შემსუბუქების გარდა ემსახურება იმ მიზანსაც, რომ საქართველოს ეკონომიკაში უფრო მეტი ფული ჩაიდოს.

ახლა ჩვენს ეკონომიკას ესაჭიროება ფული და მსხვილი ინვესტიციები, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ 4 პუნქტიანი გეგმის განხორციელებას, რომელიც შეიცავს:

1.      ინფრასტრუქტურის ახალ პროგრამებს;

2.      უფრო მეტი იაფი კრედიტის გაცემას მეწარმეთა დასახმარებლად;

3.      ნაბიჯებს, რომლებიც აკავშირებს უცხოურ დახმარებას ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან; და

4.      ეკონომიკის სტიმულირების ახალ პროგრამას, რომლის მიხედვითაც მოხდება 2,2 მილიარდი ლარის სახელმწიფოს მიერ ინვესტირება ისეთ პროექტებში, რომლებიც აძლიერებენ ეკონომიკას და ქმნიან პირობებს 25000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

ამ 4 პუნქტიანი გეგმის მიზანია, რომ სახელმწიფო დაეხმაროს ქართულ კომპანიებს იმ სახელმწიფო დაკვეთებით, რომლბზეც ახლა ცხადდება ტენდერები. რომ ჩვენმა კომპანიებმა შეინარჩუნონ ბიზნესი, აკეთონ საქმე და არ დაკარგონ სამუშაო ადგილები.

ამ 4 პუნქტიანი გეგმის მიხედვით სახელმწიფო ხდება ყველაზე მსხვილი ინვესტორი ქართულ ეკონომიკაში. სახელმწიფო ახლა, მსოფლიო კრიზისისა და საგარეო ინვესტიციების შემცირების ფონზე დებს ეკონომიკაში იმაზე მეტ თანხას ვიდრე ჩაუდია ბოლო წლების განმავლობაში ერთად აღებული.

რათქმაუნდა ამ გეგმასაც, ისევე, როგორც მთავრობის მიერ გადადგმულ ყველა ნაბიჯს ჰყავს კრიტიკოსები. მე ხშირად მესმის კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო აპირებს დიდი თანხების ჩადებას ინფრასტრუქტურასა და მშენებლობებში, ზოგიერთი ოპონენტი ქილიკითაც კი გვეუბნება, რომ “რა საქართველო მეგზევეების და მშენებელი მუშების ქვეყნად უნდა აქციოთო?”

მე ვიღებ ამ კრიტიკას და მივესალმები ოპონირებას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკას და ხალხის დასაქმებას. მაგრამ ვერაფრით ვერ დავეთანხმები მათ არგუმენტებს.  

პირველ რიგში, ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივიღებ მშენებლების და მეგზევეების ქილიკით მოხსენიებას. თუ ვინმეს მშენებლობა და მეგზევეობა სათაკილო საქმე ჰგონია ძალიან ცდება. ამ ხალხის ხელებით შენდება ჩვენი ქვეყანა სადაც ჩვენი შვილები და შვილიშვილები იცხოვრებენ. ამ ხალის მხრებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა და მათი შრომით მივდივართ წინ.

მაგრამ მთავარი რატომაც ვერ დავეთანხმები არის ის, რომ მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია, მშენებლობა და ინფრასტრუქტურული პროექტები ასაქმებს ქართულ კომპანიებს, რომელთაც მსოფლიო კრიზისის შედეგად დღეს პრობლემები აქვთ, მშენებლობა ამუშავებს უამრავ მომიჯნავე ინდუსტრიას, ტრანსპორტი, სამშენებლო და ინერტული მასალები, ცემენტის, აგურის, სხვა სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმოები. მუშების გარდა ასაქმებს ინჟინრებს, იურისტებს, ბუღალტერებს, ლოჯისტიკის მენეჯერებს, აქიტექტორებს, ფინანსისტებს, მეტრანსპორტეებს. ფართო მასთტაბიანი მშენებლობა ამუშავებს მთელს ეკონომიკას და ასაქმებს ბევრ ადამიანს.

განვითარებული ინფრასტრუქტურა კი, ქმნის საფუძველს განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობებისთვის. ჩვენი გეგმაა, რომ აღვადგინოთ სოფლის გზები რაც ერთის მხრივ დაასაქმებს ხალხს მშენებლობის პროცესში და მეორე მხრივ გაუმარტივებს სოფლის მეურნეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას.

თუმცა მხოლოდ ეს 4 პუნქტიანი გეგმა საკმარისი არ არის.

ეს დასაწყისია, გასაკეთებელი კი გაცილებით მეტია. ეკონომიკური სირთულეები დღეს აიძულებს ჩვენს ხალხს, რომ ქამრები მოიჭირონ და უფრო მეტი დაზოგონ.

ამიტომ ჩვენი პოიზიციაა, რომ სანამ ხალხი მოიჭერს ქამრებს, ჯერ პირველ რიგში მთავრობამ უნდა მოიჭიროს ქამრები. და ეს გააკეთოს ხალხის სასარგებლოდ.

ამიტომ ახალმა პრემიერმა საკუთარი მუშაობა სწორედ იმით დაიწყო, რომ დაავალა  მთელს მთავრობას, ყველა უწყებას, რომ მათ მინიმუმ 10%-ით შეამცირონ ყველამ თავიანთი ადმინისტრაციული ხარჯები.

ეს არ ნიშნავს სახელმწიფო მოხელეების შემცირებას, ჩვენ ამით არავის არ დავაკარგინებთ სამუშაო ადგილს, ეს არ ნიშნავს მოხელეებითვის ხელფასების შემცირებას. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ყველა სამინისტრომ უნდა ისწავლოს უფრო მომჭირნედ მუშაობა და უფრო ნაკლები ფული დახარჯონ თავიანთი ადინისტრაციული საქმიანიობისათვის.

მისასალმებელია, რომ ეს ინიციატივა პარლამენტიდანაც წამოვიდა და რომ პარლამენტი და მთავრობა ერთაიანად მუშაობენ იმაზე, რომ პირველ რიგში ხელისუფლებამ მოიჭიროს ქამრები.

შედეგად გამონთავისუფლებული თანხები კი მიიმართება ორი მიმართულებით: ერთი იაფი კრედიტის პროგრამის გასაზრდელად, იმისათვის რომ ჩვენ შევძლოთ უფრო მეტი ქართული კომპანიის დახმარება და შესაბამისად უფრო მეტი ადამიანის დასაქმება და მეორე ჯანდაცვის პროგრამების გასაფართოვებლად.

 

დღეს მე მინდა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სოციალური ინიციატივის შესახებ გავაკეთო განცხადება.

საქმე ეხება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემის ფუნდამენტურ გადახალისებას. ისე, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა გახდეს ნებისმიერი მოქალაქისათვის ხელმისაწვდომი. 

დღეს არსებული მდგომარეობით ქვეყანაში მუშაობს მხოლოდ ორი კატეგორიის დაზღვევა - უფასო და ძვირი.

ჯანდაცვის უფასო დაზღვევა არის ის, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველჰყობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალქეებისათვის, პედაგოგებისთვის, პენსიონრებისთვის, გარკვეული კატეგორიის  სახელმწიფო მოხელეებითვის, თავდაცვის და სამართალდამცავი სისტემის მუშაკებისთვის.

ყველაფერი დანარჩენი არის ძვირი დაზღვევა, ანუ ის რომელსაც შეძლებული მოქალაქეები საკუთარი ფულით ყიდულობენ სადაზღვევო კომპანიებისაგან.

ამ ორი უკიდურესობის, ძვირისა და უფასო დაზღვევის გარდა, ქვეყანაში არ არსებობს დაზღვევის შუალედური კატეგორია, ანუ იაფი დაზღვევა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ ჯანმრთელობა დაეზღვიათ ასობით ათას ისეთ მოქალაქეს, რომელიც არც იმ კატეგორიაშია, რომელსაც უფასო დაზღვევა ეკუთვნის და არც იმდენი საშუალება გააჩნია, რომ ძვრიანი დაზღვევა იყიდოს. ასეთი ადამიანები ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობაა და ისინი იძულებულნი არიან იცხოვრონ დაზღვევის გარეშე. ხოლო ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში მათ უწევთ ძალიან დიდი თანხების ხდა წამლებში, დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში.

ეს მდგომარეობა მიუღებელია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვნახოთ გზები, რათა სახელმწიფომ თანადაფინანსების ფორმით მიიღოს მონაწილეობა ჯანმრთელობის დაზღვევის იაფი პაკეტის შექმნაში, რომელიც იქნება შუალედური ძვირსა და უფასოს შორის და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველი მოქალაქისათვის.

ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით, სახელმწიფო თანადაფინანსებით მიიღებს მონაწილეობას სადაზღვევო კომპანიების მიერ შემოთავაზებული თვეში ხუთ-ლარიანი სადაზღვევო პაკეტების დაფინანსებაში. ყველა მოქალაისათვის ვინც შეიძენს 5 ლარიან სადაზღვევო პაკეტს, ამ 5 ლარიდან სახელმწიფო 3,35 ლარს გადაიხდის. რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეს გადასახდელი ექნება მხოლოდ 1 ლარი და 65 თეთრი თვეში ანუ წელიწადში 19,8 ლარი.

ხოლო ამ ფულით, ანუ წელიწადში 20 ლარზე ნაკლები თანხით მას შეეძლბა უფასოდ მიიღოს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურეობა, გაიაროს სამედიცნო გამოკვლევები პოლიკლინიკაში, გაიკეთოს 5000 ლარამდე ღირებულების გადაუდებელ ოპერაცია, რაშიც ასევე შედის ტრამვების მკურნალობა.

ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა იქნება მნიშვნელოვანი გარდატეხა დაზღვევის აქამდე არსებულ სისტემაში. ყველა მოქალაქეს ექნება ჯანმრთელობის დაზღვევის საშუალება და სახელმწიფოს დახმარებით წელიწადში 20 ლარზე ნაკლებად შეძლებს მიიღოს მთლიანობაში დაახლოებით 8000 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურეობა.

ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში აღარ არსებობდნენ განგების ამარა დარჩენილი ავადმყოფები. რომ მინიმალური სამედიცინო დახმარების მიღება ყველა მოქალაქეს შეეძლოს. ჩვენ შევძელით, რომ სასწრაფო არის უფასო, მაგრამ ყოველთვის ვამბობდით, რომ მხოლოდ ეს საკმარისი არ არის. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით კი ჩვენ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ ჯანმრთელობის დაცვის ის მინიმალური აუცილებლობა რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ხალხს, რომ მაქსიმალურად შეამცირონ სამედიცინო  რისკები.

აი მაგალითად მინდა მოგიყვანოთ ერთ-ერთი ჩვეულებრივი  მოქალაქის ქალბატონი ლალი ჩიკვანაიას მაგალითი, რომელიც თბილისში ცხოვრობს ჰყავს ორი უფროსკლასელი ქალიშვილი, სულ ეხლახანს დაეღუპა მეუღლე და მარტოს უწევს ოჯახის რჩენა, ის ძალიან ბევრს შრომობს, მუშაობს ბავშვების აღმზრდელად, მომვლელად, ალეგებს, აცხობს. წელებზე ფახს იდგამს, ხელფასი აქვს და ასე თუ ისე ოჯახს ინახავს. ნამდვილად არ  ირიცხება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა კატეგორიაში და ამიტომ უფასო სამედიცინო დაზღვევა არ ეკუთვნის, მაგრამ არც იმდენი შემოსავალი არა აქვს, რომ იყიდოს ძვირადღირებული დაზღვევა სადაზღვევიო კომპანიიდან იმისათვის, რომ საკუთარი თავი და შვილები დააზღვიოს. ღმერთმა არ ქნას და რომელიმე მათგანს, რომ დაჭირდეთ გადაუდებელი მკურმალობა ქალბატონ ლალის ამის საშუალება უბრალოდ არ ექნება. მოუწევს სიმწრით დაგროვილი ქონების გაყიდვა და თქვენთვითონ ხვდებით რასთან არის ეს დაკავშირებული. ლალისნაირი ადამიანი ძალიან ბევრია დღეს საქართველოში. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამის მიხედვით ქალბატონ ლალის შეეძლება, რომ პროგრამის გამოცხადების დღიდანვე მივიდეს სადაზღვევო კომპანიაში და თვეში თითო სულზე 1 ლარად და 65 თეთრად დააზღვიოს საკუთარი თავი და თავისი ორი ქალიშვილი. ანუ ჯამში სამივე სულზე წელიწადში გადაიხადოს სამოც ლარზე ნაკლები, მაგრამ სამაგიეროდ ამავე წლის განმავლობაში ამ თანხის სანაცვლოდ მისთვის და მისი ორი შვილისთვის მიიღოს ჯამში 24 ათასი ლარის სამედიცინო მომსახურება. აი ამ საშუალებას მისცემს საქართველოს ყველა მოქალაქეს ჩვენი ახალი ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამა.

ჩვენ აქამდე უფასოდ გვყავს დაზღვეული მილიონ სამასი ათასს ადამიანი საქართველოში. მუშაობს მკურნალობის სახელმწიფო  დააფინანსებს პროგრამები 60 წლის ზომოთ და 3 წლამდე ასაკში მყოფი ყოველი ადამიანისათვის. მაგრამ ყველა ამ კატეგორიაში ბუნებრივია ვერ ხვდება. ხელმისაწვდომი დაზღვევის პროგრამით კი, ჩვენ შევძლებთ მოვიცვათ მთელი საქართველოს მოსახლეობა და ყოველი მათგანისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ძირითადი ჯანდაცვა.

ეს პროგრამა ასევე დაეხმარება პოლიკლინიკებსა და სამედიცინო დაწესებულებებს და შეინარჩუნებს სამუშაო ადგილებს სამედიცინო სექტორში.

ჩვენი განსაკუთრებული ტკივილი და განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ლტოლვილების მდგომარეობა. დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მათი მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად, ვერაფერი ჩაანაცვლებს იმ დანაკარგს, რომელიც თითოეულმა მათგანმა განიცადა და ვერაფერი შეცვლის წართმეულ მშობლიურ კუთხესა და კერას. ყველა მათგანმა თავისი სულის, სიყვარულის, ცხოვრების აღუდგენელი ნაწილები დაკარგა.

ჩვენ ვიცით, რომ ამას ვერაფრით ვერ ჩავანაცვლებთ მანამ, სანამ ეს ადამიანები არ დაუბრუნდებიან ისევ საკუთარ კუთხესა და კერას, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ლტოლვილებისათვის შეძლებისდაგვარად ადამიანური პირობები შევუქმნათ საცხოვრებლად და სამუშაოდ იქ სადაც მათი ახალი მისამართებია დღეს.

რა თქმა უნდა ყოველთვის ყველაფერი ისე არ გამოგვდის როგორც სასურველია. რათქმაუნდა ჩვენ არ შეიძლება კმაყოფილებით ილაპარაკო იმაზე, რაც კეთდება ლტოლვილებისთვის. რათქმაუნდა ვიცით, რომ გაცილებით მეტია საჭირო.

მაგრამ რუსული აგრესიის შემდეგ, ზამთრის დადგომამდე ჩვენ შევძელით 5000 ახალი კაპიტალური სახლის აშენება. ჩვენ შეძლებისდაგვარად აღვჭურვეთ ეს სახლები გამათბობელი ღუმელებით და ელემენტარული საცხოყოფაცხოვრებო საშუალებებით. ყველა მათგანი უზრუნველვყავით წყლით, ელექრტოენერგიით, გაზით და გზით.

ჩვენ ასევე დავინახეთ მთელი საზოგადოების დიდი სოლიდარობა განსაცდელში ჩავარდნილი ჩვენი თანამოქალაქეების დასახმარებლად. მივიღეთ საერთაშორისო მხარდაჭერა რისიც ძალიან მადლობელები ვართ.

ჩვენ შევძელით, და ყველა სახელმწიფო სექტორში დასაქმებულ ლტოლვილს შევუნარჩუნეთ სამსახურები და ხელფასები.

ლტოლვილებისთვის აშენებულ ახალ სოფლებში შენდება სკოლები, პოლიციის განყოფილებები,საბავშვო ბაღები, ეკლესიები.

ვმუშაობთ რათა ამ დასახლებებში მოვიზიდოთ ინვესტიციები და შევქნათ სამუშაო ადგილები.

ამ დღეებში დავიწყეთ ლტოლვილებისათვის მიწის დარიგების პროცესი. ყოველი ოჯახი იღებს საშუალოდ ერთი ჰექტარი მიწის ნაკვეთს საკუთრებაში და იმისათვის, რომ გავუადვილოთ მიწის ათვისება და მოსავლის მოყვანა ყოველ ოჯახს ასევე ვურიგებთ საჭირო სათესლე საშუალებებს.

ჩვენთვის მიშვნელოვანია, რომ სათანადო ზრუნვა და ყურადღება მიიღონ 90-იანი წლების კონფლიქტების შედეგად წარმოშობილმა ლტოლვილებმაც. მათთვის ვახორციელებთ ჩასახლებების ადგილების დაკანონების პროგრამებს და ჩვენი მიზანია, რომ ყოველ ლტოლვის საკუთრებაში გააჩნდეს თავისი საცხოვრისი.

მანამ სანამ საქართველო არ გაერთიანდება და ყველა ლტოლვილი არ დაუბრუნდება თავის კანონიერ სახლკარს, თავის წარმოშობის კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს. ლტოლვილთა სოციალური ხელშეწყობა ყოველთვის იქნება საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და ზრუნვის საგანი.

ჩვენი სოციალური პოლიტიკის უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს ზრუნვა პენსიონერებზე. მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უჭირთ დღეს მათ და რამდენად მეტი დახმარება ესაჭიროებათ. სულ ეხლახან მქონდა ბედნიერება სახლში ვსტუმრებოდი პენსიონერი იოსებ ცოტნიაშვილის ოჯახს, რომელიც თავის მეუღლე, ასევე პენსიონერ - ქალბეტონ მერისთან ერთად ცხოვრობს. მათ წელს 5 ლარით მოემატათ საბაზისო პენსია და 75-75 ლარს იღებენ. გარდა ამისა მათ ოჯახზე საარსებო შემწეობა 54 ლარია, სტაჟის დანამატი ბატონ იოსებს 10 ლარი აქვს ქალბატონ მერის კი 7. საყოფაცხოვრებო სუბსიდიას 22 ლარს იღებენ და ჯამში ორივეს ერთად თვეში 243 ლარი გამოსდით. ამას ემატება უფასო სამედიცინო დაზღვევა და თბილისის მერიის პროგრამები - შEღავათები ტრანსპორტზე და კომუნალურ გადასახადებზე.

რა თქმა უნდა ბატონ იოსებს და ქალბატონ მერის ძალიან უჭირთ. რათქმაუნდა მათ მეტი დაიმსახურეს, მაგრამ სულ რამოდენიმე წლის წინ ისინი უდავოდ განწირულები იქნებოდნენ ურთულესი ხვედრისთვის.

სულ ახლახანს ტელეეკრანიდან დამისვა კითხვა პენსიონერმა ქალბატონმა მარნეულიდან, თუ სწორედ მახსოვს ლუბა უბუაშბილი ერქვა. მან მკითხა “ბატონო პრეზიდენტო, მიუხედავად რუსეთის აგრესიისა თუ შესრულდება თქვენი პირობა საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებო”.

მე მინდა ამ ტრიბუნიდან ვუპასუხო მას - ქალბატონო ლუბა, რუსეთის აგრესიამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი გეგმები პენსიის ზრდის გრაფიკთან დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენი 50 თვიანი პროგრამის ფარგლებში, ანუ ჩემი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, თქვენი საპენსიო პაკეტი, ისევე როგორც მთელის საქართველოს ასაკით პანსიონრების საპენსიო პაკეტები გაუტოლდება 100 დოლარს! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ! მე ჩემს პირობას არ გავტეხ!

ჩვენ ახლა მხოლოდ 5 ლარით შევძელით პენსიის გაზრდა და საბაზო პენსია 75 ლარს გავუტოლეთ, რათქმაუნდა ამ მატებას დიდი პრაქტიკული გარდატეხა არ შეაქვს არცერთი პანსიონერის ცხოვრებაში, მაგრამ ეს მატება პირველ რიგში ნიშანია იმისა, რომ ჩვენ პენსიების ზრდას, მიუხედავად ეკონომიკური და პოლიტიკური სირთულეებისა არ შევაჩერებთ!

პენსიონრები ყველაზე დიდ დაფასებას იმსახურებენ. მათ მთელი ცხოვრება შეალიეს ქვეყნის სამსახურს და მათთვის ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა ჩვენი საზოგადოების და პირადად ჩემი ღირსების საკითხია. 

რთული ეკონომიური პერიოდისა და ომის მიუხედავად, ჩვენ არ გვაქვს უფლება ყურადღება მოვაკლოთ ჩვენი საზოგადოების ასევე განსაკუთრებუკლდ ღირსეულ და დასაფასებელ ჯგუფს. ხალხს ვისაც აბარიათ ჩვენი ქვეყნის მომავალი. ესენი არიან მასწავლებლები.

მე ხშირად ვხვდები პედაგოგებს მთელი საქართველოს მასშტაბით და კარგად ვიცი მათი გაჭირვების შესახებ. ვიცი, რომ მათ გაცილებით უფრო მეტი დაფასება და ხელშეწყობა სჭირდებათ. მასწავლებლები არიან პირველები ვინც დგანან ჩვენი მომავლის სადარაჯოზე.

ჩვენი რეფორმის პირველი წლების განმავლობაში, მთავარი აქცენტი გადატანილი იყო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. გაყინული და გაძვალტყავებული სკოლების აღდგნასა და რეაბილიტაციეზე. იმიტომ, რომ იმ მდგომარეობის შენარჩუნება უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ სკოლების აღდგენასა და შენებას, მაგრამ შენობა არის ფორმა შინაარსი კი არის მასწავლებელი. სკოლები ჩვენ უკვე ძირითადად მოვიყვანეთ ფორმაში ახლა ჩვენი ზრუნვის მთავარი ობიექტი არის მასწავლებელი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობამ მისასალმებელი ნაბიჯები გადადგა პედაგოგების დასახმარებლად:

-         ჩვენ შევძელით ყველა მას

მიმაგრებული დოკუმენტები