საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანს შეხვდა

09 აგვისტო 2015
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანს შეხვდა

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამუშო ვიზიტით მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით, ირანის მეჯლისის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანმა მიიღო.

მხრეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს.  

შეხვედრისას, მეჯლისის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.

,,ირანი ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. ახალ რეალობაში, ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაიზარდოს ვაჭრობა, გადაზიდვები და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. ირანსა და საქართველოს შეგვიძლია  დავუკავშიროთ ერთმანეთს სპარსეთის ყურის და შავი ზღვის პორტები. ასევე, აუცილებელია თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოების საკითხებში“, - განაცხადა ალი ლარიჯანმა.

მეჯლისის თავმჯდომარის შეფასებით, მიმდინარე წლის დასაწყისში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ირანში მნიშვნელოვანი ვიზიტი ჰქონდა. ,,საქართველოს  პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით  ირანში იმყოფებოდა. მისი ვიზიტი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ირანის ხელისუფლებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ისტორიულად. ჩვენ ძალიან კარგი, ღირსეული და თბილი ურთიერთობები გვაკავშირებს საქართველოსთან და ქართველებთან. ირანის პარლამენტში წარმოდგენილია წარმოშობით ქართველი პარლამენტარი და ის ჩვენი მეჯლისის ღირსეული წევრია”, - აღნიშნა ალი ლარიჯანმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გუბაზ სანიკიძემ თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა მეჯლისის თავმჯდომარეს ირანში მიწვევისთვის და შეხვედრისთვის. იგი მიესალმა ვენაში, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დასრულებას.    

,,მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ვენის მოლაპარაკებების პროცესი დასრულდა. ერთობლივ მოქმედებათა ყოვლისმომცველი გეგმის ხელმოწერა წარმოადგენს ირანის დიპლომატიურ გამარჯვებას, ირანელი ხალხის და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერების საშუალებას”, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. მან მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი მოწვევა გადასცა.

დღესვე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მეჯლისის საგარეო და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, თანალაედინ ბოროუჯერდის შეხვდა. შეხვერაზე აქცენტები გაკეთდა საქართველო-ირანს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში თანამშრომლობაზე.

,,ახალ რეალობას კარგად უნდა გამოყენება, რათა დამყარდეს ჩვენ შორის მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები, მიუხედავად უდიდესი კონკურენციისა, რაც ამჟამად ირანში ხდება.  ჩვენი პრიორიტეტი იქნება აუცილებლად მეზობლები და მეგობრები. მეგობრობაში და მეზობლობაში ერთ-ერთი უპირველესი ადგილი ყოველთის ეკავა და უკავია საქართველოს და ქართველ ხალხს”, - განაცხადა მეჯლისის საგარეო და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. 

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამუშო ვიზიტით მყოფი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში გუბაზ სანიკიძესთან ერთად არიან: შალვა კიკნაველიძე, ფრიდონ საყვარელიძე, მირიან წიკლაური, ალი მამედოვი, რუსლან პოღოსიანი და ნუგზარ წიკლაური. 

 იხილეთ შეხვედრების ფოტოგალერეა:

გალერეა

  • საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარეს, ალი ლარიჯანს შეხვდა, 2015 წლის 9 აგვისტო

  •  საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მეჯლისის საგარეო და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, თანალაედინ ბოროუჯერდის შეხვდა, 2015 წლის 9 აგვისტო