საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა

16 ივნისი 2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მეორე სხდომაზე, კომისიის წევრებმა, მეურვის ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი რვა კანდიდატის დოკუმენტაცია განიხილეს.

განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი კანდიდატის მიერ წარმოდგენილი არასრული დოკუმენტაციის გამო გარკვეული ხარვეზი დაფიქსირდა და კომისიის წევრებმა, აღნიშნულ კანდიდატებს, ხარვეზის აღმოსაფხვრელად 24-საათიანი ვადა მისცეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომას კომისიის თავმჯდომარე თინათინ რუხაძე, კომისიის მდივანი სოსო გალუმაშვილი და კომისიის წევრები: ზურაბ მხეიძე, მარინე ჩიტაშვილი, არნოლდ სტეპანიანი და თამაზ ჯოლოგუა დაესწრნენ.

საკონკურსო კომისიის წევრმა ბასა ფოცხიშვილმა კი, კომისიის სხდომაში მონაწილეობა ელექტრონული საშუალების გამოყენებით მიიღო, რის შესაძლებლობასაც კომისიის დებულება იძლევა.

გალერეა

  • საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა, 2017 წლის 19 ივნისი