სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

18 ივნისი 2019
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან

სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. შეხვედრების მთავარი თემაა ბავშვის დაცვის, ასევე, მხარდაჭერის სისტემა და ამ კუთხით გერმანული გამოცდილების გაზიარება, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ჯეროვანი იმპლემენტაციისათვის.

გერმანია არის სოციალური სახელმწიფო, სადაც ბავშვების აბსოლუტურ უმეტესობას შესაძლებლობა აქვს იცხოვროს სიღატაკისგან თავისუფალ გარემოში, მიიღოს კარგი განათლება, იყოს დაცული აზარტული თამაშების, ნარკოტიკების, ინტერნეტიდან/მედიიდან მომდინარე საფრთხის შემცველი შინაარსებისგან, განავითაროს საკუთარი ნიჭი და განვითარდეს, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. გერმანიაში ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე, უფლებებთან ერთად, ასწავლიან პასუხისმგებლობას საკუთარი ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე. ჩვენ ვესტუმრეთ ბერლინს, რათა გავიზიაროთ ამ ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება. „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ეფექტიანი აღსრულებისათვის მნიშვნელოვანია გავეცნოთ იმ პროგრამებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ვიზიტი ხორციელდება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით.