სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი მედიასამართლის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ

02 ნოემბერი 2019
სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი მედიასამართლის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ

საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია - მედიასამართალი ახალი გამოწვევების ფონზე“ გაიმართა.

ღონისძიებაზე ქართველმა და გერმანელმა ექსპერტებმა მედიასამართლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს და ევროპული გამოცდილების მოდელებს გაეცნენ.

საერთაშორისო კონფერენცია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

„ჩვენი დემოკრატიისთვის მედია და მისი პლურალიზმი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დონეზე იმ ინსტრუმენტების გაძლიერება, რომელიც მედიის თავისუფლებას და მედიის მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებას დამუშავება და კიდევ უფრო გაძლიერება სჭირდება, ამ პროცესის წარმართვაში გერმანიის მხარე აქტიურად გვიჭერს მხარს, რასაც აღნიშნული კონფერენციის გამართვაც მოწმობს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მანვე მედია გარემოს და მედია სამართლის განვითარების არსებულ გამოწვევებზე საუბრისას, ყურადღება ფეიკნიუსებზე და დეზინფორმაციის გავრცელებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორებს სწორედ ყალბი ამბების გავრცელებიდან მომდინარე საფრთხეები წარმოადგენს.

მისივე განცხადებით, ყოველივე ამის დასაძლევად სახელმწიფომ შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას და ამ კუთხით საინტერესოა გერმანიის გამოცდილების გაცნობა და გაზიარება.

მედიასამართლის კუთხით საქართველოში არსებულ სამართლებრივი მდგომარეობა მიმოიხილა თავის გამოსვლაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მედიასამართალი სხვადასხვა განზომილებას, სტანდარტებს და მიდგომებს მოიცავს და მისი შეფასება რამდენიმე კომპონენტს აერთიანებს.

ამ კუთხით, კომიტეტის თავმჯდომარემ, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ნორმის საკონსტიტუციო დონეზე აყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, აღნიშნული უფლება, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერა და ტექნიკურად და სამართლებრივად დაიხვეწა, რაც ხელისუფლების მხრიდან მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვნად ვითარდება და აზრის გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციის დონეზეა დაცული. საქართველოში მყარი ნიადაგია იმისთვის, რომ მედია სამართლის შემდგომი განვითარება გაგრძელდეს. რაც შეეხება მედიათავისუფლებას,  საქართველოში მედია დღეს თავისუფალია ისე როგორც არასდროს. ჩვენ მიერ მიღებული კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც 2012 წლიდან განხორციელდა, მედიის დაფუძნება და მაუწყებლობის უზრუნველყოფა 10 დღეშია შესაძლებელი. შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ იმას, რომ მედია იყოს პლურალური და რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალებები საშუალება იყოს საქართველოში წარმოდგენილი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა

გალერეა

  • სოფო კილაძე და ანრი ოხანაშვილი მედიასამართლის საკითხებზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ, 2019 წლის 2 ნოემბერი