სოფო კილაძის ინიციატივით 113-ე საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

17 თებერვალი 2017
სოფო კილაძის ინიციატივით 113-ე საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და სსიპ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე თბილისის 113-ე საჯარო სკოლას ეწვივნენ. მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებმა ნაძალადევის სკოლების მოსწავლეებს და პედაგოგებს ფონდის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი გააცნეს. მათ შორის, „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო“-ს მიერ შემოთავაზებული პროგრამა, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მიიღონ მაღალი ხარისხის ამერიკული განათლება და დიპლომი. უნივერსიტეტი სტუდენტებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია, სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერია. 

ნაძალადევის სკოლების მოსწავლეები საქართველოში პროფესიული განათლების მიღების სხვა შესაძლებლობებსაც გაეცნენ. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით აფინანსებს ათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც შექმნიან ან გააუჯობესებენ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისს 47 საგანმანათლებლო პროგრამას ინჟინერიის, მშენებლობის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგებში.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობისთვის კეთილდღეობა შემოვიტანოთ. კეთილდღეობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფუძველი კი გახლავთ განათლება. განსაკუთრებული აქცენტი უნდა გავაკეთოთ ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებზე და მოვახდინოთ მსგავსი პროგრამების პოპულარიზაცია მოსწავლეებში“, - განაცხადა შეხვედრაზე მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფო კილაძემ.

გალერეა

  • სოფო კილაძის ინიციატივით 113-ე საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა, 2017 წლის 17 თებერვალი