გამოფენის შესახებ


გამოფენის გახსნა: 2016 წლის 31 მარტს საქართველოს პარლამენტის შოთა რუსთაველის დარბაზში გაიხსნება დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა - „რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე". 

გამოფენის თემატიკა: გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 1991 წლის რეფერენდუმთან და 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი საქართველოში დაცული ისტორიული დოკუმენტები, ფოტო და ვიდეო მასალა. 

  • ნოემბერი,1990 წელი - უზენაესი საბჭოს პირველი სესია
  • 31 მარტი, 1991 წელი - რეფერენდუმი
    - რეფერენდუმის შესახებ უზენაესი საბჭოს მიერ მიღებული დადგენილებები და კანონები
    - რეფერენდუმის შესახებ გაზეთებში გამოქვეყნებული მასალები
    - პრეზიდენტის თანამდებობის დაწესების შესახებ მასალები
    - ისტორიული ფოტომასალა (საარჩევნო უბნები, ხმის მიცემის პროცესი)
  • 9 აპრილი, 1991 წელი - დამოუკიდებლობის აღდგენა
    - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ დოკუმენტები
    - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
    - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი
    - ისტორიული ფოტომასალა 1991 წლის 9 აპრილის შესახებ
  • საქართველოს პირველი რესპუბლიკის გერბი და დროშა

ტრადიციული საექსკურსო ტურის განმავლობაში, გარდა საგამოფენო მასალებისა, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 10-წუთიანი დოკუმენტური ფილმი რეფერენდუმის თემაზე. 

გამოფენის თარაორგანიზატორები და თანაავტორები არიან: საქართველოს ეროვნული არქივი, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება, აგრეთვე, ისტორიული ფოტოები საქართველოს პარლამენტის ფოტო-არქივიდან 

გამოფენის ხანგრძლივობა: გამოფენა პარლამენტში დამთვალიერებლებისთვის 31 მარტიდან 9 აპრილამდე იქნება გახსნილი და ის საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილი გახდება. 


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: 

საქართველოს პარლამენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
ტელ: (032) 2 28 16 90; (032) 2 28 16 93
ელ.ფოსტა: [email protected] და/ან [email protected]

მიმაგრებული დოკუმენტები