მიზანი
პარლამენტის საქმიანობაზე, მის როლსა და მისიაზე საზოგადოებრივი განათლების და ცნობიერების ამაღლების, პარლამენტის ინსტიტუციონალური იმიჯის და როლის გაძლიერების, აგრეთვე, პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პროგრამებში მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ სხვა ინტერეს-ჯგუფების, მათ შორის ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის და ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინიციატივით, პარლამენტი გეგმავს და ორგანიზებას უწევს საპარლამენტო კომიტეტების თემატურ შეხვედრებს საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან.
შეხვედრების ფორმატი და კონცეფცია
საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თითოეულ თემატურ შეხვედრაზე, ამა თუ იმ კომიტეტის საქმიანობიდან, შინაარსიდან და თემიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი იწვევს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებში ჩართული 100-მდე სტუდენტს.
თემა: შეხვედრა შედგება ერთი ან ორი კომიტეტის თავმჯდომარესთან და წევრებთან, რომლებიც სტუდენტებს ესაუბრებიან კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, კომიტეტის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე, ასევე, კომიტეტის მიერ განხორციელებულ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებზე.
ფორმატი: თემატური შეხვედრა ორ ნაწილად იყოფა: სესიის პირველი ნაწილი ეთმობა კომიტეტის თავმჯდომარის და/ან წევრ(ებ)ის გამოსვლებს და/ან პრეზენტაციებს, ხოლო მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტებისთვის ორგანიზებულია საექსკურსიო ტური, გიდის თანხლებით, რომლის დროსაც მათ შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ პარლამენტის სტრუქტურას, კანონშემოქმედებით საქმიანობას და, ზოგადად, საკანონდებლო პროცესს. ტურის ხანგრძლივობაა 60 წუთი.
მოწვეული აუდიტორია: იხ. საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების სია http://mes.gov.ge/content.php?id=256&lang=geo.
შეხვედრების გამართვის ადგილი: საქართველოს პარლამენტი, როგორც თბილისში, ისე ქუთაისში, სასესიო და არასასესიო პერიოდების გათვალისწინებით.
შეხვედრების ინტენსივობა: კომიტეტებთან შეხვედრების ინტენსივობა და გრაფიკი დამოკიდებულია სტუდენტების ინტერესზე და აქტიურობაზე. შეხვედრის ზუსტი თარიღი დგინდება კომიტეტთან შეთანხმებით.
საორიენტაციო დღის წესრიგი
დრო (პირობითი) | აქტივობა |
09:50 - 10:00 | სტუდენტების დახვედრა და დარბაზში განთავსება |
10:00 - 10:10 | მისალმება და მონაწილეთა გაცნობა |
10:10 - 10:20 | კომიტეტის თავმჯდომარის/წევრ(ებ)ის სიტყვით გამოსვლა/პრეზენტაცია |
10:20 - 11:10 | კითხვა-პასუხი; დისკუსია |
11:10 - 11:25 | შეხვედრის შეჯამება - სამომავლო თანამშრომლობის ფორმატი; მოსაზრებები |
11:25 - 11:30 | ჯგუფური სამახსოვრო ფოტოს გადაღება |
11:30 - 12:30 | საექსკურსიო ტური პარლამენტში |
ჩატარებული შეხვედრები
საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის 14 აპრილამდე პერიოდში ჩატარებულია შემდეგი შეხვედრები: