არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

06 ოქტომბერი 2020
არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრა გამართა. 

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური და მეგობრული კავშირები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

ხაზი გაესვა საქართველო-ბრიტანეთის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობას პოლიტიკური, თავდაცვისა და სხვადასხვა სექტორული მიმართულებით კავშირების გაღრმავების საქმეში.

საუბარი შეეხო გლობალურ პანდემიას და იმ უარყოფით ეფექტს, რომელიც კოვიდ 19-მა ქვეყნებზე მოახდინა.

აღინიშნა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მიერ მიღწეული წარმატება კორონავირუსთან ბრძოლაში. მხარეების თქმით, კრიზისის შემდგომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება ორმხრივი ურთიერთობების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს წვლილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში და ელჩს მადლობა გადაუხადა გაერთიანებული სამეფოს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

არჩილ თალაკვაძემ მარკ კლეიტონს სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა დაადასტურა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა, 2020 წლის 6 ოქტომბერი