არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

19 ნოემბერი 2019
არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და გერმანიის ელჩმა პოლიტიკური პროცესის კონსტრუქციულად გაგრძელების საჭიროებასა და 2020 წლის არჩევნების შესახებ ისაუბრეს.

არჩილ თალაკვაძემ ელჩს პარლამენტის საშემოდგომო სესიის ფარგლებში დარჩენილი მთავარი საკითხები გააცნო, რომელზეც პარლამენტი დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

ჰუბერტ ქნირშმა პარლამენტის თავმჯდომარეს გერმანიის მხრიდან საქართველოს მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 19 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 19 ნოემბერი
  • არჩილ თალაკვაძე გერმანიის ელჩს შეხვდა, 2019 წლის 19 ნოემბერი