არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

10 სექტემბერი 2019
არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ყურადღება საპარლამენტთაშორისო კავშირების მნიშვნელობაზე გაამახვილეს. არჩილ თალაკვაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ლიეტუვის სეიმის მხრიდან ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისს ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი დემოკრატიული რეფორმები, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.

განსაკუთრებული ყურადღება მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას დაუთმეს.

პავილიონისმა არჩილ თალაკვაძეს ლიეტუვის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე დასავლური ინტეგრაციის მხარდაჭერას როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე ლიეტუვის სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს შეხვდა, 2019 წლის 10 სექტემბერი