არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

24 იანვარი 2020
არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე USAID-ის მისიის დირექტორს საქართველოში, პიტერ ვიბლერს შეხვდა. 

შეხვედრაზე საქართველოსა და USAID-ს შორის არსებულ თანამშრომლობასა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამებზე ისაუბრეს.

საუბარი, შეეხო პარლამენტის საქმიანობას და მნიშვნელოვან კანონპროექტებს.

ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტებზე - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო 2020 წელს უპრეცედენტოდ დიდ დაფინანსებას გამოყოფს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა USAID-ის განსაკუთრებულ წვლილს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული, ინსტიტუციური და ეკონომიკური განვითარების საქმეში და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძე საქართველოში USAID-ის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა, 2020 წლის 24 იანვარი