არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერი 2020
არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„ოკუპაცია არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და აუცილებლად დასრულდება. მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება გაერთიანდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 27 სექტემბერი არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ქვეყნის ისტორიაში. მისი თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და ქვეყნის დეოკუპაცია უმთავრესი პრიორიტეტია.

„მე მჯერა, რომ დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს და ვიაზრებთ მათ თავგანწირვას, მათ პატრიოტიზმს და ამ სულისკვეთებით ჩვენ გვაქვს მზაობა და მოლოდინი, რომ ჩვენი ქვეყანა გაერთიანდება, ჩვენ შევძლებთ ამ ჭრილობების მოშუშებას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას რუსეთის ოკუპაცია და რუსეთს მოუწევს თავისი ჯარების უკან გაყვანა. ჩვენი ერთიანობა ცხადია, უნდა აღდგეს“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.

სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძემ და პარლამენტის წევრებმა, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს, 2020 წლის 27 სექტემბერი