არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა

30 ივნისი 2020
არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ელჩმა  პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება დადებითად შეაფასა.

შეხვედრაზე  საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კარლ ჰარცელს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

გალერეა

  • არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა, 2020 წლის 30 ივნისი
  • _57A4646არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა, 2020 წლის 30 ივნისი_copy.jpg
  • არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრა გამართა, 2020 წლის 30 ივნისი