დეპუტატებმა 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

13 ივნისი 2018
დეპუტატებმა 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„დღეს, მოგეხსენებათ 13 ივნისია. ტრაგიკული დღე! ყველას გვახსოვს, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა და გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პლენარულმა სხდომაზე დეპუტატებმა სამი წლის წინ მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გალერეა

  • დეპუტატებმა 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, 2018 წლის 13 ივნისი
  • დეპუტატებმა 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, 2018 წლის 13 ივნისი