ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა

15 სექტემბერი 2015
ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა

თბილისში, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილესთან, ინესე ლიბინა-ეგნერესთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
 
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოსა და ლატვიას შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობა ძალიან აქტიურია და ამ ურთიერთობის კიდევ უფრო დახვეწის პოტენციალიც არსებობს. მისივე თქმით, ორი ქვეყნის პარლამენტებს, საკომიტეტო დონეზე, განათლების, სოფლის მეურნეობის და სხვა თემებზე შეუძლიათ თანამშრომლობა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, საქართველო ლატვიისგან ბევრს სწავლობს და ამიტომ, აუცილებელია, გამოცდილების გაზიარება მომავალშიც გაგრძელდეს. 

ინესე ლიბინა-ეგნერეს შეფასებით, თბილისში გამართული ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენცია საინტერესო და მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოსა და ლატვიისთვის, ასევე, მისი მონაწილე სხვა ქვეყნებისთვისაც. მისივე განცხადებით, ქართველ და ლატვიელ ხალხს სანიმუშო მეგობრობა აკავშირებს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი ლატვიის სეიმში ყველაზე მრავალრიცხოვანია. ინესე ლიბინა-ეგნერეს თქმით, ლატვია საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია და ასევე აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე. როგორც ლატვიის სეიმის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, საქართველოს წარმატება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში ლატვიისთვისაც მნიშვნელოვანია. ინესე ლიბინა-ეგნერემ კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აქტიური მხარდამჭერია. შეხვედრაზე ისაუბრეს ევროპის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მიგრანტების კრიზისის შესახებაც. 

დღესვე ინესე ლიბინა-ეგნერესთან შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ გამართა. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესებზე და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. მხარეებმა გეოპოლიტიკური ვითარება და რეგიონული პრობლემებიც მიმოიხილეს. ინესე ლიბინა-ეგნერემ თედო ჯაფარიძეს ლატვიის ევროატლანტიკურ გამოცდილებაზე ესაუბრა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე მომავალ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე ისაუბრეს. 

შეხვედრებზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, რომ ორივე ქვეყნის პარლამენტებმა, კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა ყველა მიმართულებით.

გალერეა

  • ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა , 2015 წლის 15 სექტემბერი