ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

16 მაისი 2018
ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) პრეზიდენტს, გრამოზ რუჩის შეხვდა. 

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობა და თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტთაშორისო კავშირების გაღრმავებაზე.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს. აღინიშნა, რომ რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კოორდინირებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე, მრავალმხრივ ფორმატებში.

შეხვედრა სტამბულში, PABSEC-ის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტის ფარგლებში გაიმართა.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ალბანეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, 2018 წლის 16 მაისი