ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

10 ივლისი 2018
ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, დესისლავა ივანოვას შეხვდა. 

დესისლავა ივანოვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის, ცვეტა კარაიანჩევას მადლობის წერილი გადასცა, სადაც ცვეტა კარაიანჩევა ირაკლი კობახიძეს, თბილისში, გულთბილი მიღებისა და მასპინძლობისთვის მადლობას უხდის. ელჩმა, ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის სახელით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზიტით ბულგარეთში მიიწვია.

შეხვედრაზე, ასევე, ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს.

დესისლავა ივანოვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის აქტიური მხარდამჭერია და ბულგარეთის დიპლომატიური წარმომადგენლობა, როგორც ჩრდილოატლანიკური ალიანსის საკონტაქტო საელჩო, თავის მხრივ, ძალისხმევას არ დაიშურებს აღნიშნული პროცესის ხელშესაწყობად.

გალერეა

  • ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 10 ივლისი
  • ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 10 ივლისი
  • ირაკლი კობახიძე ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა, 2018 წლის 10 ივლისი