ირაკლი კობახიძე: ჩვენ იმედი გავაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით

13 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: ჩვენ იმედი გავაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტში არჩილ ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების საქმეზე რეზოლუციასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასთან კონსულტაციები ხვალ გაიმართება.

რეზოლუციაზე მუშაობა მიმდინარეობს. გუშინ ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებთან. გვქონდა კონკრეტული შეთავაზება. ამ შეთავაზებას განიხილავს საპარლამენტო უმცირესობა და ხვალ, კიდევ ერთი კონსულტაცია გაიმართება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შედგება შეთანხმება რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით. ძირითად პრინციპებზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. არის საერთო სულისკვეთება, რომელსაც ეფუძნება რეზოლუციის ორი ტექსტი. მთავარია ჩვენ შევთანხმდეთ იმ დეტალებზე, რომელიც თავისთავად მნიშვნელოვანია. ხვალ განახლდება კონსულტაციები საპარლამენტო უმცირესობასთან და ამის საფუძველზე, იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას რეზოლუციის ერთიან ტექსტთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.