ირაკლი კობახიძე: „გივი მიქანაძე ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის აპარატის გაძლიერებას უკავშირდება“

06 მარტი 2018
ირაკლი კობახიძე: „გივი მიქანაძე ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც პარლამენტის აპარატის გაძლიერებას უკავშირდება“

„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აპარატის გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აპარატის უფროსი, რომელიც დაინიშნა, ბატონი გივი მიქანაძე, ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აპარატის გაძლიერებასთან“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

ირაკლი კობახიძემ არ დაადასტურა, რომ პარლამენტის აპარატის ყოფილი ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ნათენაძის თანამდებობიდან გათავისუფლება ფინანსურ საკითხებს უკავშირდება. მისი თქმით - ეს პარლამენტის შიდა სამზარეულოა და ამაზე კომენტარების გაკეთება საჭიროდ არ მიაჩნია.

„ეს არის, ზოგადად, შიდა სამზარეულო. შესაბამისად, კომენტარების გაკეთება არა მგონია იყოს საჭირო. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები აპარატის გაძლიერების თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ აპარატის უფროსი, რომელიც დაინიშნა, ბატონი გივი მიქანაძე, ძალიან კარგად გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებული იქნება აპარატის გაძლიერებასთან.

მე შემიძლია ერთმნიშვნელოვნად უარვყო ეს ინფორმაცია. არავითარი კავშირი ამას ფინანსებთან არ აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება. დანარჩენი, ეს არის ჩვენი შიდა საკითხები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია, რომ პარლამენტის აპარატის უფროსი, ბატონი გიორგი მიქანაძე, საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელმაც უნდა გააძლიეროს ჩვენი პარლამენტი და მისი აპარატი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.